x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108875
  • ვიდეო:351227
  • სურათი:477587
2020 წელი ევროპის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო

2020 წელი ისტორიაში უდავოდ შევა, როგორც კორონავირუსის გლობალური პანდემიის წელიწადი, თუმცა ეს ამავდროულად იმ 3 წელიწადთაგან ერთ-ერთიც არის, რომელიც ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში. მხოლოდ ატმოსფერულმა ფენომენმა ლა ნინამ შეუშალა ხელი იმას, რომ ის საერთოდაც ყველაზე ცხელი წელიწადი ყოფილიყო დედამიწის ისტორიაში, ხოლო ზოგიერთ რეგიონში ის მაინც ყველაზე მაღალტემპერატურული აღმოჩნდა. ასეთ რეგიონების რიცხვს ჩვენი კონტინენტი, ევროპაც განეკუთვნება.


მსოფლიო ამინდის ორგანიზაცია (WMO) აანალიზებს მონაცემებს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დღემდე. სწორედ ამ ორგანიზაციამ სულ ახლახანს გამოაქვეყნა შემაშფოთებელი დასკვნა იმის შესახებ, რომ გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელიწადია, რაც კი აქამდე ოდესმე ყოფილა. 2020 წელს მხოლოდ 2016 წელმა გაუსწრო ძალიან მცირე უპირატესობით.


აღნიშნული მონაცემების სანდოობა NASA-მაც დაადასტურა. გოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გევინ შმიდტმა განაცხადა, რომ სხვაობა 2016-სა და 2020 წლებს შორის ძალიან დაბალი, თითქმის უმნიშვნელო იყო. ბოლო 7 წელი ყველაზე ცხელი პერიოდია მას შემდეგ, რაც პლანეტის ტემპერატურის კონტროლი მიმდინარეობს.


2020 წელი ამავდროულად არქტიკისთვისაც ყველაზე დაბალი ტემპერატურის პერიოდი იყო. ივლისსა და ოქტომბერში ყინულის ფენა ზღვის სანაპიროებზე ისეთი თხელი იყო, როგორიც აქამდე არასოდეს ყოფილა.


2020 წელი ევროპისთვის 1, 6 გრადუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე 1981 წლიდან 2010 წლამდე პერიოდი და 0, 4 გრადუსით უფრო ცხელი, ვიდრე 2019 წელი.


2020 წელს გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 14, 9 გრადუსი შეადგინა, რაც წინაინდუსტრიულ პერიოდზე (1850-1900 წლები) 1, 2 გრადუსით მეტია.


2020 წელი იყო ასევე ყველაზე ცხელი წელიწადი პლანეტის ოკეანეებისთვის. ყველა ოკეანის საშუალო ტემპერატურა შარშან ყველა წინა წელთან შედარებით მაღალი აღმოჩნდა.


რეკორდი

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0