x
მეტი
  • 25.02.2021
  • სტატია:108650
  • ვიდეო:351121
  • სურათი:476887
ფსევდოპატრიოტი, საკუთარის არ მცოდნე და არ გამფრთხილებელი, თვალდაბრმავებული და დაუდევარი ერი მე სხვა არ მეგულება დედამიწაზე.– დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია

ინგლისში მოღვაწე სასულიერო პირი დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეხმაურება ქალაქ ცხინვალში ოკუპანტების მიერ აშენებულ ეკლესიას და წერს სოციალურ ქსელში:

მოსკოვის საპატრიარქო შემოიჭრა საქართველოში, ოკუპირებულ ქ. ცხინვალში, ააშენა უზარმაზარი ეკლესია წმ. სამების სახელზე და მოქმედია უკვე ორი წელია. ახლა დაწერეთ, ქართველებო, "ამინები" და "დიდება უფალს", მეტი მაინც არაფერი გეხერხებათ და არც გესმით. ასეთი უზრუნველი, გულგრილი, ფსევდოპატრიოტი, საკუთარის არ მცოდნე და არ გამფრთხილებელი, თვალდაბრმავებული და დაუდევარი ერი მე სხვა არ მეგულება დედამიწაზე.
p.s. ვიღაცა იტყვის: და მერე ჩვენ რა ვქნათო?! რა უნდა ვქნათ და ერი და ბერი ფეხზე უნდა იდგეს, გააპროტესტოს და დაგმოს მოსკოვის საპატრიარქოს მტაცებლობა-ავაზაკობა, ხოლო საქართველოს საპატრიარქომ გაწყვიტოს ევქარიატიული კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.
0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0