x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ВДНХ-ს პავილიონში ლავრენტი ბერიას ორ ფიგურას გამოფენენ
image


სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" ВДНХ(სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა) ზე აპირებს ლავრენტი ბერიას ორი "ძალიან რეალისტური" ფიგურის (მანეკენი) დამონტაჟებას. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის ინფორმაციით, სიახლე გამოჩნდება ბირთვული ენერგიის პავილიონში.


"ღია მედიის" ცნობით, მანეკენები აღჭურვილი იქნება ვანდალომდგრადი "სხეულებით" და სილიკონის თავებით, ხოლო მათი საერთო ღირებულება 1, 28 მილიარდი რუბლი იქნება.

image


ამავდროულად, ექსპოზიცია "საბჭოთა" ზონის სიახლეების შესყიდვებში მითითებულია, როგორც რეკვიზიტები და მათი გამოჩენა "არ გულისხმობს ვიზიტორთან პირდაპირ ურთიერთქმედებას".


პროდუქტის ავტორი არის კომპანია Atomexpo. "როსატომმა" მასთან ხელშეკრულება 31 დეკემბერს გააფორმა.

დეპარტამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. ინიციატორების აზრით, " ბერია იყო საბჭოთა ატომური ბომბის შემუშავების პროექტის ხელმძღვანელი და ძირითადად მისი ორგანიზაციული უნარების წყალობით, სსრკ-მ მოკლე დროში შეძლო გაენადგურებინა აშშ-ს ბირთვული მონოპოლია."

0
110
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0