x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
"ბატონო ბიძინა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან, მობრუნდიიიიით რააააა" - ნიკა გვარამია ივანიშვილს მიმართავს

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს ავრცელებს და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მობრუნებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მის დროს, მისი თქმით, პროკურატურაც და სასამართლოც გაცილებით უფრო "სამართლიანი" იყო, ამის დასტურად კი, გვარამიას 2 თებერვალს ჩანიშნული თავისი სასამართლო პროცესი მოჰყავს, რომელიც ისე ჩაინიშნა რომ არც 8 მარტის შეთანხმება და არც კორონა პანდემიის გამო მორატორიუმი იქნა გათვალისწიებული: "ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი. მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!" - წერს გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს ჩაინიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მეორე დღეს გაურკვეველი ვადით გადაიდო.






0
206
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
206