x
მეტი
  • 25.02.2021
  • სტატია:108654
  • ვიდეო:351122
  • სურათი:476896
საფულე-ტვინი... კუჭი-ტვინი... ტვინი-ტვინი

image

- თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, რატომ არ ხართ მდიდრები? - ცინიკური კითხვით მთავრდება ყველა დისკუსია ტვინსა და საფულეს შორის.


- ჯერ ამომავსე და მერე მელაპარაკე მაღალ მატერიებზე! - ბუზღუნებს კუჭი და უიმედოდ წრიალებს თავის გაგრეხილ ნაწლავ-ფეხებზე. დარწმუნებულია საკუთარ ტყვიაგაუმტარ სიმართლეში, ბატონო! რეალისტია კუჭი!


ორი კითხვიდან:
1.ვინ არის დამნაშავე?


2.რა ვქნათ?


პირველზე პასუხი არავის სჭირდება, მეორეს კი პასუხს ვერავინ სცემს.


„ცივილიზებული“ მსოფლიოს „ტვინმონსტრები“ თითქოს ცდილობენ გამოგვიყვანონ გლობალური უაზრობიდან... ბრჭყალები მოვუჭირე კი ამ სიტყვებს, რადგან არ ვიცი, რამდენად ტვინიანია ადამიანი და რამდენად ცივილიზებულია მსოფლიო, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანგრევს და მიწასთან ასწორებს, გარეთ - პლანეტის ეკოლოგიას და საკუთარ თავში - მორალს, ეთიკას, ცნობიერების გაფართოებისკენ სწრაფვას ანუ ყველაფერს, რაც ცილოვან ორგანიზმს ადამიანად აქცევს!



სწორედ კუჭის და საფულის განუყოფელი დომინირების პარადიგმამ მიგვიყვანა უფსკრულის კიდესთან და დღეს ჩვენი არჩევანია, ნაბიჯი წინ გადავდგათ თუ მიმოვიხედოთ, დავფიქრდეთ და რაღაც შევცვალოთ საკუთარ თავში.



მსოფლიო კატასტროფის მოჩვენება უკვე სულაც აღარ არის მოჩვენება, ნათელია, ხილულია, სერიოზული და უხეში... უპრეცედენტო ფუფუნებამდე და გასაოცარ სამხედრო-ეკონომიკურ ძლევამოსილებამდე მიმყვანი სამრეწველო ელიტის ტექნიკური და მეცნიერული ძალები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე! აღვირახსნილი გაფართოებისა და ექსპლუატაციის მანია წყევლად და სასიკვდილო განაჩენად იქცა!



დღევანდელი სიტუაციის რეზონანსი: ორი კრიზისის აღმავალი ფაზების ურთიერთდამთხვევა, კერძოდ, ეკონომიკური კრიზისი+აზროვნების ფორმატის კრიზისი. ასეთს წარსულშიც - ბნელი საუკუნეების ქაოსშიც მოუცავს კაცობრიობა ათეული ან ასეული წლების განმავლობაში. მაგრამ ოპტიმისტური ვარაუდით, ზუსტად ამაში იმალება შანსი კაცობრიობისთვის, გამოიმუშაოს ლავირების სტრატეგია და მინუსს მინუსთან პლუსი წარმოაქმნევინოს...


და რა ვქნათ? ყველამ კარგად ვიცით, რომ ნაცრისფერი პირამიდის გადაწყობა შეუძლებელია. შესაძლოა მხოლოდ მისი დანგრევა!!!



რით დავიწყე? საფულით, კუჭით და მგონი ტვინითაც, არა?!


ძნელია მშიერი კუჭიდან სიმძიმის ცენტრის ტვინზე გადატანა, მაგრამ მოგვიწევს...


და განა ვინმე დაგპირდათ, რომ ამ ცხოვრებაში რაიმე ადვილი იქნებოდა?

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0