x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108787
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
თურქეთში უკრაინელ გოგოს ქმარმა სახე დაუსერა,რადგან გაყრა მოითხოვა


image

თურქეთში თავდასხის შედეგად გოგონას საშინელი ჭრილობები დააჩნდა და ამასთანავე გოგონა თვლის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.


28 წლის ანა ბუტიმი, წარმოშობით კიევიდანაა, გოგონამ თურქ მეუღლესთან მესუტთან განქორწინება გადაწყვიტა - უკრაინელი ქალი მასთან უკვე რამდენიმე თვეა აღარ ცხოვრობს. თუმცა, მამაკაცმა არაადეკვატურად მიიღო ცოლის გადაწყვეტილება.



განქორწინების პროცესის დროს, განრისხებულმა მეუღლემ გოგონას Instagram- ზე გამოქვეყნებული ფოტოთი მიაგნო. ანა დასთან ერთად სეირნობდა ქალაქში, რა დროსაც სურათი გადაიღო და გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ ლოკაციის ადგილი არ მიუთითა, კაცმა მაინც გაარკვია ანას ადგილმდებაროება. ის მივიდა სტამბულის ბაკირკოის სავაჭრო ცენტრში და იქ ორი დღის განმავლობაში ელოდა, ანუ იქამდე, სანამ გოგონა ისევ არ გამოივლიდა იმ ადგილზე.

image

ქმარი ანას უკნიდან მიეპარა, შოკირებული გამვლელების თვალწინ თმებში ხელი ჩაავლო და სახეში დანა რამდენჯერმა ჩაარტყა, წერს Hurriyet. გოგონას თქმით, რომელიც საშინელი ჭრილობები აქვს, ქმარს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ კისერში ვერ გაარტყა.

image

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს, დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მისი ასეთი კოშმარული ქმედება ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

მანამდე მამაკაცი საყვარელ ქალს ემუქრებოდა და ვითომ თვითმკვლელობასაც კი აპირებდა.

გოგონამ Twitter- ზე გამოაქვეყნა მძიმე ფოტოები საავადმყოფოდან, აღნიშნა, რომ მას სახე პარალიზებული დარჩა და თვლის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

image

0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0