x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მყვლეფავი ხარ ხალხის"-დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
image

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს „რუსთავი2“-ის ეთერში დაუპირისპირდნენ.


ცხარე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა, რაზეც ელისაშვილმა უპასუხა:


"ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი. ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ… სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო… არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვები თქო...რა გინდათ ქაოსისკენ მიგყავთ ქვეყანა, გითხარით ქაოსში არ გამოგყვებით მეთქი



ამოს შემდეგ ხაზარაძემ ელისაშვილს მატყუარა უწოდა, რომელიც ქართული ოცნების დავალებით მოქმედებს:


"თქვენ ხართ, მატყუარა, ავანტიურისტი, თქვენ ლაპარაკობთ ქართული ოცნების დავალებით, თქვენ თუ გინდათ შედით პარლამენტში ..ოცნების მუსიკას ნუ გვასმენინებ, ეგ არის მათი მიზანი..ეს რაც ხდება ტელეიზიებში, ოპოზიციების საუბრების გარეთ გამოტანა არის არასწორი.."


"არ დაგინახო, რომ ოპოზიციურ შეხვედრებზე მოხვიდე. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ.ჩემს გვერდზე საერთოდ არ გაიარო ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, სიტყვას და სიმართლეს უნდა ჰქონდეს ფასი“-დასძინა ხაზარაძემ.


ევროპული საქართველოს“ ლიდერმა კი უპასუხა, რომ ხაზარაძე არის ხალხის მყვლეფავი და გიგა ბოკერიას „დაკრულზე“ დადის. „ლელოს“ ლიდერმა კი უპასუხა, რომ ელისაშვილი „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის დაკვეთას ასრულებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციაში ერთმანეთს „დააყარეს“.


"ახლა გაგახსენდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, მანამდე არ გქონდა წითელი ხაზი? შენ ის კაცი არ ხარ, გლდანის ციხეში ხალხს რომ ხოცავდნენ, ძვლებში ამტვრევდნენ და შენ ღამე კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულებს. მერაბიშვილი და კეზერაშვილი რომ გირეკავდნენ. ეს კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მე მელაპარაკები“, -განუცხადა ელისაშვილმა „ლელოს“ ლიდერს.

მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი2“-ის სტუდია დატოვა.

0
39
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0