x
image
ირინა მ.
Mediator image
უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია

image


უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი–ტოკაი, ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდიდან მისდევს მეღვინეობას. ტოკაის ღვინო მთელს ევროპაში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლუდოვიკო XIV-მ ტრანსილვანიის პრინცისგან საჩუქრად დიდი რაოდენობით ღვინო მიიღო. ასეთი ძვირფასი საჩუქრით აღტაცებულმა ლუდოვიკო XIV-მ აღნიშნული ღვინო "მეფეების ღვინოდ" და "ღვინოების მეფედ" გამოაცხადა. შედეგად ტოკაის ღვინო ვერსალში მთავარი სასმელი გახდა, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით "ტოკაი".

image

ასწლეულობით ღვინის წარმოებამ ამ რეგიონის ლანდშაფტი შეცვალა-გაჩნდა ვენახები, ფერმები, სოფლები და პატარა ქალაქები ღრმა ღვინის მარნებით და სარდაფებით, რომელიც ხელით გამოკვეთეს ვულკანურ ქანებში. იგი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას 10-12 გრადუსის ფარგლებში. სარდაფები გადახურულია სპეციალური მიწით, რომელიც დაძველების პროცესში იცავს მას ალკოჰოლის აორთქლებისგან და ინარჩუნებს ტენიანობას 85-90% ფარგლებში, რაც ტოკაის ღვინის დაძველებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ღვინის სარდაფები ჰერცეგკუტში: ისინი გამოკვეთილია ბორცვებში და სამკუთხა შესასვლელი აქვს, ხოლო სახურავები ამოსული ბალახითაა დაფარული. ეს ყველაფერი ჰობიტების პატარა სახლების ასოციაციას ქმნის.

image

სარდაფები გარედან კი ჩანს პატარა, თუმცა მათი სიღრმე 10-დან 40 მეტრამდეა. ზოგიერთი მათგანი მიწისქვეშ განტოტვილია და მრავალდონიან სისტემას ქმნის. სარდაფები სოფლის მაცხოვრებლებს ეკუთვნის. ამბობენ, რომ ჰერცეგკუტში ყოველ სახლზე ერთი სარდაფი მოდის.

image

image

2002 წელს ტოკაის რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

image

image




იხილეთ ასევე:




1. ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image

2. მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები

image

3. უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image

4. მსოფლიოში ყველაზე პატარა მოქმედი ციხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს

image

5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს

image

6. ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image

7. რომელია იღბლისა და წარმატების მომტანი თილისმები (მათ შორის უცნაური) და მათი წარმოშობის ისტორია

image





0
188
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0