x
მეტი
  • 25.02.2021
  • სტატია:108654
  • ვიდეო:351122
  • სურათი:476896
"შემდეგ შეხვედრაზე თუ შეიძლება ლიფიც ჩაიცვიო"...

ოთარიახალი ჩასულები ვართ ფოთში – შტაბისთვის ფართი ავიღეთ, საცხოვრებელი მოვაგვარეთ, გიგამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა იქ და თბილისში გამოიქცა, აქაც საქმეა.

დავრჩით მე და ნანა. მე ჯერ არ ვიცი რას ვაკეთებ გარდა ახალგაზრდებისა – ახალგაზრდებზე ვიცი, რასაც ვიზამ. სხვა ტიპის გამოცდილება არ მაქვს და გამოცდილ ხალხს ვუსმენ – რას მეტყვიან, სად ვარ საჭირო და რა ვქნა.

მოკლედ, ლაშა დამენია-მ, გიგას კამპანიის მენეჯერმა, დრო საერთოდ არ გვაქვს და შენ და ნანამაც უნდა იაროთო, ამომრჩეველი ნახოთო და წავედით – ჯერ კარდაკარი არ დაგვიწყია, დაორგანიზებული შეხვედრაა.

რადგან გამოცდილება არ მქონია, ამიტომ რჩევებს განსაკუთრებულად ვაქცევდი ყურადღებას – მითხრეს მოკლე არ ჩაიცვა და სიგარეტი არ მოიწიო ხალხშიო (კაცებმა მითხრეს, ცხადია).

კაი მეთქი – რაზე შემექმნა ახლა ამისგან პრობლემა. გამოვეწყვე კოჭებამდე ცისფერ კაბაში, ჩავკიდე ხელი ნანას და კლდიაშვილის ეკვირინე და სონიასავით, გავემართეთ ამომრჩეველთან შესახვედრად ჭეშმარიტ მაჟორიტარზე სასაუბროდ.

სამი შეხვედრა გვქონდა. პირველივეზე ამოვარდა ქარიშხალი და დასცხო წვიმამ. გავიყინე. მაგრამ მალევე გადაიარა და გავაგრძელეთ შეხვედრა.

ნანა იქ იყო, შესაბამისად, ნანას მივეცი მთელი სცენა, დავდექი სამაგალითოდ ჩუმად, გამართული და ამაყი რძალი.

კი შევამნჩნიე, რომ ნანას საუბრის დროს, დამსწრეების მნიშვნელოვანი ნაწილის ყურადღებას მე ვიქცევდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი ცისფერი კაბა მოსწონთ.

მოკლედ, ჩაიარა შეხვედრებმა. ძალიან თვითკმაყოფილი მივუახლოვდი ლაშას, დაჟინებული მზერით ჩავაშტერდი და უხმოდ მოვთხოვე ჩემი ჩინებული, მეგრელების რძალს რომ შეეფერება, ისეთი ქცევის აღიარება.

ლაშამ ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე თუ შეიძლება ლიფიც ჩაიცვიო. თურმე წვიმაში კაბა რომ დამისველდა გამჭვირვალე გახდა, ამას ისიც დაერთო რომ შემცივდა და …. მორალი: ძაანაც არ უნდა შეეცადო, მაინც ის ხარ, რაც ხარ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

0
449
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0