x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კევინ მიტნიკი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერი

image ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში იყო, არის და იქნება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ნიჭიერება დაბადებიდანვე დაჰყვათ და დროთა განმავლობაში ეს ნიჭი ხელოვნების დონემდე დახვეწეს.
მთავარი სხვა რამეა, რა საქმეს მოემსახურებიან ასეთი ადამიანები და რისთვის გამოიყენებენ ნიჭს და მიღებულ გამოცდილებას.
ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ სულ უფრო და უფრო გაზარდა ასეთი ადამიანების შესაძლებლობები. სწორედ ერთერთ მათგანზე, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ცნობილ ჰაკერზე კევინ მიტნიკზე მინდა მოგითხროთ.
მიტნიკი თინეიჯერულ ასაკში იყო როცა კომპიუტერთან მუშაობის ყველა ნიუანსი შეისწავლა, შეისწავლა და ისე დახვეწა 16 წლის იყო როცა პენტაგონის უსაფრთხოების სისტემა გატეხა, პარალელურად კოლორადოს შტატის საჰაერო თავდაცვის სისტემაშიც არასანქცირებულად შეაღწია.
ამერიკის უსაფრთხოების სამსახურს მათ სისტემაში მომუშავე პროფესიონალების თავაუღებელი შრომა დაჭირდა რათა მიტნიკისათვის მიეგნოთ.
მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიტნიკმა ციხიდან გამოსვლისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რეესტრში არასანქცირებულად შეაღწია და წაშალა ყველა მონაცემი რაც მის ციხეში ყოფნის ფაქტს ადასტურებდა, მეორე მოქმედებით უკვე იმ მოსამართლის საბანკო ანგარიში გატეხა ვინც მას ხუთი წელი მიუსაჯა და მთელი მისი ფული ერთგული მეგობრის ანგარიშზე გადაიტანა.
სადღეისოდ მიტნიკი ლეგალურად მუშაობს საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებით.

0
117
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
117