x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108734
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
კორონავირუსის ახალი სამხრეთაფრიკული შტამი ძველზე 50 %-ით უფრო გადამდები აღმოჩნდა

კორონავირუსის ახალი მუტაცია, რომელიც გასულ წელს თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, 50 %-ით უფრო გადამდები აღმოჩნდა, ვიდრე პირველადი შტამი, რომელიც მსოფლიოში 2020 წლის დასაწყისში გავრცელდა.


ახალმა შტამმა სამხრეთაფრიკული ჯანდაცვა უმძიმესი კრიზისის წინაშე დააყენა, რადგან კორონავირუსის ახალი ვარიანტი ძალიან იოლად ვრცელდება და სულ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს.


სალიმ აბდულა ქარიმმა, რომელიც სარ-ში ინფექციური დაავადებების ექსპერტია და რომელსაც “სამხრეთ აფრიკის ენტონი ფაუჩის” უწოდებენ, დაადასტურა, რომ ახალი ინფექცია ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ის აშკარად ახალი შტამის მოქმედებით არის გამოწვეული.


“თითქმის ყოველი მესამე ტესტის პასუხი პოზიტიურია და ეს არის იმ ყოველივეზე უფრო მძიმე, რასაც ჩვენ პირველი ტალღის გავრცელების დროს ვამჩნევდით”, - განუცხადა მან პრესას.


ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება საიმისოდ, რომ ახალი შტამი ძველზე უფრო მომაკვდინებელია ან უფრო სერიოზულ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე პირველადი ვარიანტი. თუმცა, დადასტურებული არც ის არის, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის ძველი შტამის წინააღმდეგ მოქმედებს, ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.


ახალი სამხრეთაფრიკული შტამი უკვე ნაპოვნია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, საფრანგეთი, ისრაელი და იაპონია.


სამხრეთ აფრიკას ძალიან უჭირს პანდემიის ახალ ტალღასთან გამკლავება. ინფიცირების 130 ათასი ახალი შემთხვევა და 4000 გარდაცვლილი - ასეთია მხოლოდ ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა. პანდემიამ ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის პარალიზება გამოიწვია. ”როცა საავადმყოფოში საწოლი გათავისუფლდება, მას რიგში 10 ადამიანი ელოდება”, - განუცხადა “ალ ჯაზირას” ჟურნალისტს ერთ-ერთმა სამხრეთაფრიკელმა მედიკოსმა. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის ასეთი დრამატული გავრცელების მიზეზი ახალი შტამია, ქვეყნის ხელისუფლებას ამის აღიარება არ სურს და ინფექციის შემთხვევათა მკვეთრი მატების მიზეზად მოსახლეობის მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევას ასახელებს. ამის შესახებ ამერიკული “ფორბსი” იუწყება.


კორონავირუსი

0
102
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0