x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
"ცელულიტი და ზედმეტი წონა": ჯენიფერ ლოპესის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

image


აი, დადგა ახალი, 2021 წელი, თუმცა მშვენიერი ჯენიფერ ლოპესი კვლავინდებურად იდეალურ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ წელს მომღერალსა და მსახიობს 52 წელი უსრულდება, მაგრამ ნუთუ ამ ლამაზმანის შემხედვარე შეგიძლიათ ერთი წუთით მაინც დაუშვათ ის ფაქტი, რომ ის უკვე ორმოცდაათს გადაცილებულია?


imageimage


გასულ წელს ჯეი ლო საკუთარ გამომწერებს სპორტდარბაზში, ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქტიურად უზიარებდა და ყველა მათგანს საკუთარი იდეალური სხეულის ფორმებით ერთნიარად აღფრთოვანებდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, პაპარაცების მიერ გადაღებულმა სელებრითის ფოტოებმა სრულიად ინტერნეტსივცრე მოიცვა.


imageimage


პაპარაცებმა ლამაზმანი ზღვაზე, აქტიური დასვენების დროს დააფიქსირეს, სადაც ლოპესი, შავ, მთლიან საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზის აბაზანებს იღებდა და საშობაო არდადეგებს სრულ ნეტარებაში ატარებდა.


imageimage


მაგრამ, თუ მომღერლის სხეულზე არსებულ ე.წ. "ფორთოხლის კანის" და ზედმეტი, რამდენიმე კილოგრამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, 51 წლის პოპ - ვარსკვლავი სავარაუდოდ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა და სადღესასწაულო კერძებსაც სიამოვნებით აგემოვნებდა, თუმცა რომელ ჩვენგანს არ აქვს სხეულზე მსგავსი პრობლემა??? ხომ ასეა???


image







0
187
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
187