x
მეტი
  • 19.04.2021
  • სტატია:110574
  • ვიდეო:352137
  • სურათი:481100
დაუჯერებელი და გამაოგნებელი დამთხვევები აბრაამ ლინკოლნის და ჯონ კენედის ცხოვრებიდან

დამთხვევების ბევს არ სჯერა, მაგრამ ისტორია ხანდახან გვიმტკიცებს, რომ ძალიან ვცდებით. წარმოგიდგენთ გამაოგნებელ დამთხვევებს ამერიკის პრეზიდენტების, ლინკოლნის და კენედის ცხოვრებიდან. დღეს 200 ზე მეტი დამტკიცებული დამთხვევა არსებობს ამ ორ პრეზიდენტს შორის, უფრო მეტიც, მათ მკვლელებს შორის და მათი მკვლელების მკვლელებს შორისაც კი.image
imageimage



-ლინკოლნი პრეზიდენტი 1861 წელს გახდა. ზუსტად 100 წლის შემდეგ კი 1961 წელს პრეზიდენტის პოსტი კენედიმ დაიკავა.



-ორივე პრეზიდენტს ადარდებდა აფროამერიკელების ბედი

-ორივე პარასკევ დღეს მოკლეს ცოლის თანდასწრებით

-ორივე პრეზიდენტის მეუღლეებმა თეთრ სახლში ცხოვრების დროს დაკარგეს შვილი

-ლინკლნი ფორდის თეატრში მოკლეს. კენედი კი მასინ, როდესაც კაბრიოლეტ “ლინკოლნში“ იჯდა, რომელიც “ფორდ მოტორ კომპანი“ს -ს წარმოების იყო.


-პრეზიდენტის შემცვლელები გახდნენ ვიცე პრეზიდენტები, ორივე იყო სამხრეთელი, დემოკრატები და ყოფილი სენატორები, რაც მთავარია კი ორივე გვარად ჯონსონი იყო.

-ენდრიუ ჯონსონი 1808 წელს დაიბადა, ლინდონ ჯონსონი კი 1908 წელს, ზუსტად 100 წლის შემდეგ.

-პრეზიდენტების მკვლელები ასევე ზუსტად 100 წლის სხვაობით დაიბადნენ. ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუტი 1839 წელს ხოლო კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი კი 1939 წელს.

-ორივე მკვლელი სამხრეთელი იყო და ორივე ექსტრემიზმის მომხრეები იყვნენ.


-ორივე მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.

-ბუტმა ლინკოლნი თეატრში მოკლა და ბეღელში დაიმალა, ოსვალდმა კი კენედის წიგნსაცავიდან ესროლა და კინოთეატრში დაიმალა.

-LINCOLN და KENNEDY 7 ასოს შეიცავს, ANDREW JOHNSON და LYNDON JOHNSON- 13 ასოს ხოლო JOHN WILKES BOOTH და LEE HARVEY OSWALD კი 15 ასოს.



-ორივე პრეზიდენტი ოჯახში მეორე შვილი იყო..

-ორივე პრეზიდენტს ბაბუების საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი. ლინკოლნს ბაბუის (მამის მხრიდან) კაპიტან აბრაამ ლინკოლნის საპატივცემულოდ, რომელიც ინდიელებმა მოკლეს, ხოლო კენედის ბაბუის (დედის მხრიდან) ცნობილი პოლიტიკოსის ჯონ ფრენსის ფიცჯერალდის საპატივცემულოდ.

-ორივე პრეზიდენტს თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებები ჰქონდათ. ლინკოლნს მარფანის სინდრომი, კენედის კი ზურგის ამიოტროფია, რომელმაც შემდგომში “კენედის დაავადების“ სახელი მიიღო.

-ორივე პრეზიდენტს უყვარდა საქანელა-სავარძელში ჯდომა. ორივე პრეზიდენტის დროს საქანელა-სავარძლები პრეზიდენტის კაბინეტში იდგა თეთრ სახლში.


-ორივე პრეზიდენტი გატაცებული იყო პოეზიით, განსაკუთრებით კი შექსპირის შემოქმედებით.



-ლინკოლნის მეგობარი და თანამოაზრე იყო ედლეი ევინგ სტივენსონი, დემოკრატი ილინოისის შტატიდან. კენედის მეგობარი და თანამოაზრე კი ასევე ედლეი ევინგ სტივენსონი იყო, ასევე დემოკრატი ილინოისის შტატიდან, პირველი სტივენსონის შვილიშვილი.


-ჟაკლინ კენედი და მერი ტოდ ლინკოლნი პრეზიდენტებზე დაქორწინებამდე უკვე სხვა ადამიანებზე იყვნენ დანიშნულები.


-ორივე პირველი ლედი არისტოკრატული ოჯახიდან იყო, თავისუფლად საუბრობდნენ ფრანგულ ენაზე და ორივე მფლანგავი იყო.


-ორივე პირველი ლედი ქორწინების დროს 24 წლის იყო, ორივე პრეზიდენტი კი 40 წელს გადაცილებული.

-ლინკოლნს ჰყავდა შვილები სახელად რობერტი და ედვარდი, კენედის კი ჰყავდა ძმები რობერტი და ედვარდი.

-ორივე პრეზიდენტს 4 შვილი ჰყავდა.

-ორივე პრეზიდენტს 2 შვილი დაეღუპა, მათ შორის თითო პრეზიდენტობამდე და თითოც პრეზიდენტობის დროს.



-ორივე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ აშშ ომში ჩაერთო. ლინკონის დროს დაიწყო სამოქალაქო ომი 1861- 1865 წლებში, ხოლო კენედის დროს აშშ ვიეტნამის ომში ჩაერთო. შემთხვევები ასევე 100 წლის სხვაობით მოხდა.

-ბუტი და ოსვალდი ერთი სიმაღლის იყვნენ, 5 ფუტი და 8 დუიმი ( დაახლ. 172 სმ.

-ორივე მკვლელი 100 წლის სხვაობით დაიბადა, ისევე როგორც მათი მსხვერპლების შემცვლელი პრეზიდენტები.



-ორივე პრეზიდენტი დღესასწაულების წინა დღეს მოკლეს. ლინკოლნი აღდგომის წინა დღეს, ხოლო კენედი მადლიერების წინა დღეს.

-ორივე პრეზიდენტი გარდაიცვალა ისეთ ადგილებში, რომელთა ორმაგი სახელი იწყებოდა ასოებზე P და H. ლინკოლნი სასტუმრო «Peterson’s House» ში ხოლო კენედი Parkland Hospital ში.



-წერილში, რომელიც Cincinnati Gazette ში გამოქვეყნდა 1858 წლის 8 ნოემბეს, ლინკოლნის პრეზიდენობის კანდიდატურას მხარს უჭერდა საბრძოლო-საზღვაო მინისტრი, სახელად ჯონ კენედი.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0