x
image
ირინა მ.
სხეულის რომელი ნაწილები გვამცნობს ქალის რეალურ ასაკს და ფოტოები, რომლებიც ცნობილი ქალბატონების ასაკს გასცემს

image

პლასტიკური ქირურგია საოცრებებს ახდენს: 50-60 წლის თანამედროვე ქალბატონები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან თავის ასაკთან შედარებით. მაგრამ სურვილის შემთხვევაში, იოლად შეიძლება დადგინდეს მათი რეალური ასაკი. სხეულის გარკვეული ნაწილების კორექტირება შეუძლებელია.

კანი თვალების ირგვლივ

image

ყველაზე ნაზი კანი თვალის გარშემოა-0, 5 მმ. სისქის, მაშინ როდესაც თვითონ სახის კანი 1, 5-დან 2 მმ.-მდეა. მის ქვეშ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები, ცხიმი კი როგორც იცით კანის სიგლუვეს უზრუნველყოფს და უფრო ელასტიურს ხდის მას. ამ უბანზე კანი ცუდად ტენიანდება, რის გამოც თვალის გარშემო ხშირად ჩნდება ნაოჭები, რომელსაც "ბატის თათებს" უწოდებენ. ეს ერთ-ერთი პირველი ნაოჭია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება და შემდეგ თანდათან ღრმავდება.

ყელი

image

ბევრი ქალბატონი გულდასმით უვლის სახეს, იყენებს სხვადასხვა კრემებს, ნიღბებს, ლოსიონებს და...ავიწყდება ყელი. სწორედ ყელი გასცემს ყველაზე ხშირად ადამიანის ასაკს, რამდენადაც ის უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახის კანი. ყელის და დეკოლტეს კანიც ძალიან თხელია, მის ქვეშ არ არის ცხიმი, რომელიც დაიცავდა კანს. ყელის კანი სწრაფად კარგავს სინოტივეს და იწელება. ბევრ ქალბატონზე შეიძლება შეამჩნიოთ ე.წ. ვენერას რგოლები, ანუ განივი ღარები, ნაოჭების ნაკეცები. ახალგაზრდა გოგონებს ის იშვიათად აქვთ, მაგრამ თუ არ ხდება კანის რეგულარული მოვლა და არასწორი ცხოვრების წესს მივდევთ, ვენერას რგოლები 22-25 წლის ასაკშიც შეიძლება გაჩნდეს.

image

მონიტორთან საათობით ჯდომის ჩვევაც უარყოფითად აისახება გარეგნობაზე. როცა ადამიანი წინ იხრება, რათა შეაფასოს ნაწერი და დიდხანს რჩება ასეთ მდგომარეობაში, შეიძლება ჩამოყალიბდეს კომპიუტერული კისრის სინდრომი, რის გამოც არამარტო ხერხემლის გამრუდება ხდება, მხრებისა და ზურგის ტკივილი ყალიბდება, არამედ ყელის კანის მოშვება და გაწელვაც ხდება.

ხელები

image

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ დაბერების პირველი ნიშნები ჩნდება იმ ზონებში, სადაც ნაკლები ცხიმოვანი ჯირკვლებია, ანუ ყელი და ხელები. მაგრამ არსებობს ხელების დაბერების სხვა მიზეზებიც: გამუდმებული კონტაქტი სხვადასხვა სარეცხ საშუალებებთან (საპონი, საყოფაცხოვრებო ქიმია), ცივ ჰაერთან და წყალთან. ამის შედეგად ირღვევა და თხელდება ლიპიდების გარსი (საფარველი), რომელმაც უნდა დაიცვას კანი. ამის გამო ხდება მისი გამოშრობა და ჩნდება ნაოჭები და ნახეთქები. ასევე ქალის ასაკი სეიძლება გასცეს პიქმენტურმა ლაქებმაც, რომელიც ხელებზე ჩნდება. ახალგაზრდა კანი ადვილად უწევს წინააღმდეგობას მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს დაცვა თანდათან სუსტდება.

მუხლები

არანაკლებ გასცემს ასაკს მუხლები და იდაყვები. რამდენადაც ისინი სახსრებს წარმოადგენს, ისინი გამუდმებით გადატვირთულია: ჩვენ დღის განმავლობაში ათასჯერ მაინც ვხრით მათ. კანი ამ უბნებში "გადაწელილია"-ამის გარეშე ვერც ვივლიდით და ვერც სხვა მოძრაობებს შევასრულებდით. იმდენად რამდენადაც ამ უბნებზე კანი მუდმივად დაძაბულია, დროთა განმავლობაში ჩნდება ნაოჭები, ნაკეცები და მოშვებული კანი. ასეთ ცვლილებებთან ბრძოლა ძალიან რთულია და სასურველია გამაახალგაზრდავებელი რიგი პროცედურების ჩატარება.

შემდეგ ფოტოებზე ნახეთ, როგორ მოღალატეობრივად გვამცნობენ ცნობილი ქალბატონების მუხლები მათ ასაკს.


imageimageimageimageimageimage







იხილეთ სხვა სტატიებიც:




1. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში

image

2. საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

3. კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image

4. როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image

5. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?

image

6. მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image

7. ყველაზე ძვირფასი და უჩვეული სხეულის ნაწილები, რომლებიც ცნობილმა სახეებმა დააზღვიეს

image

8. როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image

9. გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image






0
572
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0