x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
7 თანამედროვე ქალაქი, რომელიც მოჩვენებათა ქალაქად იქცა, რადგან იქ ცხოვრება არავის სურს
image


ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ცარიელ მიწაზე სრულიად ახალ ქალაქებს აშენებენ.


თუმცა, ასეთ ახალ ქალაქებში თითქმის არავინ ცხოვრობს და ასობით ახალი სახლი ცარიელია.


ახალდაბადებული აჩრდილი ქალაქების პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება. საინტერესოა რა განაპირობებს ამას.




#1 კილამბა, ანგოლა



image

image


ახალი ქალაქი კილამბა ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციამ ააშენა ანგოლას დედაქალაქ ლუანდადან 30 კილომეტრში.


ეს იყო პრეზიდენტ ხოსე ედუარდო დოს სანტოსის წინასაარჩევნო დაპირების განხორციელება უმოკლეს დროში.


კილამბას მშენებლობა დასრულდა 2012 წელს. ააშენეს ნახევარ მილიონ ადამიანზე გათვლილი 750 მრავალსართულიანი კორპუსი, 100-ზე მეტი სავაჭრო ადგილი და ათობით სკოლა.


image


თუმცა, კილამბაში, ამჟამად მხოლოდ 56, 183 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მშენებლობა საერთო ჯამში 3.5 მილიარდი დაჯდა.





#2 კანბაში, ჩინეთი


ჩინეთი მსოფლიო ლიდერია, მშენებლობის სფეროში. იქ ყოველწლიურად აშენებენ ახალ ქალაქებს. მაგრამ, მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლისა და მჭიდრო დასახლებისა უამრავი მათგანი დღესაც ცარიელია.


image

imageimage


არსებობს ერთი სავარაუდო მიზეზი აქ არსებული უძრავი ქონების უკიდურესად მაღალი ფასებისა. ესაა - დაზღვევა ომის შემთხვევაში. თუ მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთის ქალაქებს საჰაერო ხომალდები გაანადგურებენ, გადარჩენილი მოსახლეობა აქ შეაფარებს თავს.


ქალაქში არის ათასობით სახლი, საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტი, პარკები, თეატრები, ქუჩის ქანდაკებები და მუზეუმი.





#3 სირუენა, ესპანეთი


image

image

2000-იანი წლების დასაწყისში სირუენა პატარა სოფელი იყო ესპანეთის ჩრდილოეთით. რამდენიმე წლის შემდეგ, მის შემოგარენში რეკორდულ დროში აშენდა 10 000 ადამიანზე გათვლილი ქალაქი.
აშენდა 100-ზე მეტი კოტეჯი და მრავალბინიანი კორპუსები, რესტორნები, მაღაზიები, საცურაო აუზები და გოლფის კლუბიც კი. 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქალაქის განვითარებას და დასახლებას ხელი შეეშალა.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართულ სირუენაში დღესდღეობით 100-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს მხოლოდ.

#4 ტიანდუჩენი (ჩინური პარიზი), ჩინეთი


image

image

image


ალაქი ტიანდუჩენი პარიზის პატარა ასლია, რომელიც მდებარეობს ჩინეთის აღმოსავლეთით. აქვს პარიზის ყველა მახასიათებელი: ელიზეს მინდვრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ეიფელის კოშკის მცირე ასლი, რომლის სიმაღლე 108 მეტრია.


ქალაქი აშენდა 2007 წელს და გათვლილია 100 000 ადამიანზე.


ტიანდუჩენი მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე მოსახლეობით სავსე ქალაქს, ამიტომ აქ ფილმებს, ან საქორწინო ფოტოებს უფრო იღებენ, ვიდრე ცხოვრობენ.





#5 ქალაქი ტემზა (ჩინური ლონდონი), ჩინეთი



imageimageimageimage


კიდევ ერთი ჩინური აჩრდილი ქალაქი ტემზა, მთლიანად ლონდონის პატარა ასლია.


მას მხოლოდ ერთი კვადრატული კმ უჭირავს და გათვლილია 10, 000 მოსახლეზე. მას აქვს საკუთარი მდინარე ტემზა, ვიქტორიანული სახლები, გოთური ეკლესია, წითელი სატელეფონო ჯიხურები და ჰარი პოტერისა და ჯეიმს ბონდის ქანდაკებები.


ქალაქის მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი დოლარი დაჯდა.


ეს მეორე ფსევდოევროპული ქალაქი, "ჩინურ პარიზთან" ერთად ქალაქია მოსახლეობის გარეშე, რომელსაც საქორწინო დეკორაციის ფუნქცია უფრო აქვს.





#6 მასდარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები


image

image

imageimage


ქალაქი მასდარი არის ეკო-ქალაქი, რომელიც შენდება არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიდან 17 კმ-ის დაშორებით.


პროექტი 22 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ქალაქი აღჭურვილია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მომარაგებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებით და ნარჩენების გადამუშავების სრული სისტემით.


მასდარი გათვლილია 50 000 მოსახლეზე, მაგრამ ახლა იქ მხოლოდ 300 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა მასდარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. იქ ავტომობილების გამოყენება აკრძალულია და მხოლოდ ერთი მაღაზიაა გახსნილი.


მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია, ქალაქი კვლავ ცარიელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, არის ის რომ ფუფუნებაში მიჩეული მოსახლეობა ეკო-ქალაქის საცხოვრებლად ჯერ არ არის მზად.





#7 კიჯონდონი (პროპაგადის სოფელი) ჩრდილოეთ კორეა


image

ჩრდილოეთ კორეის პატარა ქალაქი კიჯონდონი დემილიტარიზებული ზონის გვერდით მდებარეობს. დასავლურ მედიაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "პროპაგანდის სოფელი".


მთლიანად დახურულ ჩრდილოეთ კორეაში ეს ერთადერთი დასახლებაა, რომლის დაკვირვება სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან შეიძლება.


ქალაქი აშენდა 1950-იან წლებში. მიუხედავად ოფიციალური ვერსიისა, რომ სოფელში 200 ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობს, თანამედროვე ოპტიკის დახმარებით ჩანს, რომ სახლები ცარიელი ყუთებია ოთახების გარეშე. იქ შუქები ყოველთვის ანთებულია, შენობების იმავე ნაწილებში და ამავე დროს. ზოგჯერ ჩანან ჯარისკაცები, ზოგჯერ ქალები, რომლებიც წმენდენ ფანჯრებს, ესენი არიან იგივე ხალხი, რომლებიც 15 წლის წინ აკეთებდნენ აქ იგივეს.







0
700
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0