x
მეტი
  • 19.04.2021
  • სტატია:110572
  • ვიდეო:352136
  • სურათი:481067
ერთადერთი წარმატებული ოპერაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

image

ყველას გახსოვთ 2001 წლისთვის რაოდენ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენდა პანკისის ხეობა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ადამიანთა გამტაცებლებისთვის, მძევლის შენახვისა თუ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის. კრიმინალური დაჯგუფებები მოსახლეობასაც ავიწროებდნენ, ოჯახებს პირუტყვს პარავდნენ, ხალხს ატერორებდნენ. რესტორნებშიც მოხდა რამდენიმე ინციდენტი. ამ ტერიტორიაზე 1000-მდე ჩეჩენ ბოევიკს იარაღის საწყობებიც ჰქონდა, მოსამზადებელი ბაზებიც და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ემისრებიც იყვნენ!.

პანკისის ფაქტორი შეიძლებოდა გამოეყენებინა რუსეთს, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით საზღვარს გარეთაც გაეტარებინა ღონისძიებები. სწორედ 2001 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრად კობა ნარჩემაშვილი დაინიშნა. მას ეს საბაბი რუსეთისთვის ისე უნდა მოესპო, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და არ დაპირისპირებოდა ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკებს.


ჯანსაღი მეხსიერების პატრონებს მოსახლეობის მიერ მატნის ცენტრში გამართული დიდი მიტინგიც გემახსოვრებათ. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავდა, ან თქვენ დაამყარეთ წესრიგი, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ თავსო. სწორედ აღნიშნული მიტინგის მონაწილეებს დაჰპირდა საჯაროდ კობა ნარჩემაშვილი, რომ პრობლემას მალე მოაგვარებდა. მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში დანაშაულებრივი ანკლავი ჩამოყალიბდა, იქ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ შესულა. ნარჩემაშვილს აფრთხილებდნენ, თუ პანკისში შეხვალ, საშინელება მოხდებაო. ბევრი პარლამენტარისგან მახსოვს რეპლიკა, ნარჩემაშვილს ნეტა რა უნდა, ომს იწყებსო? მაგრამ მინისტრის პასუხი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მიმართ ერთი იყო:image


ბევრი პარლამენტარისგან წამოვიდა რეპლიკა, ნარჩემაშვილს ნეტა რა უნდა, ომს იწყებსო? მაგრამ მინისტრის პასუხი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მიმართ ერთი იყო:


"თუ ეს საკითხი ვერ მოვაგვარეთ, ომი მერე ნახეთ!"



2002 წლის 8 იანვარს შს მინისტრი დაცვის რამდენიმე წევრით, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად 3 ავტომანქანით ხეობაში შევიდა! აღნიშნული ავტომანქანების მარშრუტს ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული ბოევიკები ერთმანეთს რაციით გადასცემდნენ. 2002 წლის 13 იანვარს, ძველით ახალ წელს, უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც შსს მინისტრმა პანკისში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით საკითხი დასვა. სხდომაზე ნარჩემაშვილს მხარი დაუჭირეს: კახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა, ედუარდ შევარდნაძემ და ნუგზარ საჯაიამ. დანარჩენებს საპირისპირო შეხედულება ჰქონდათ. აზრთა სხვადასხვაობით შეხვდა საზოგადოებაც ამ ამბავს. თუმცა მალევე შეიქმნა შტაბი, რომლის ხელმძღვანელად კობა ნარჩემაშვილი დაინიშნა. გადაწყდა, ბლოკპოსტები ხეობის სიღრმეში შეეეტანათ, რითაც დამნაშავეებისა და ბოევიკების გადაადგილების არეალი მკვეთრად შეიზღუდებოდა და ასეც მოხდა. 2002 წლის იანვრიდან აგვისტომდე მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა. იქ მოკალათებული დაჯგუფებები იოლად არ თმობდნენ პოზიციას, მაგრამ შტაბმა წაუყენა ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ტერიტორია. საპასუხოდ 4 პოლიციელი გაიტაცეს. ნარჩემაშვილმა გამტაცებლებს შეუთვალა, სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ მისი უწყების თანამშრომლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციას დაიწყებდა. 24 საათში დააბრუნეს პოლიციელები! როცა კრიმინალური დაჯგუფებები დარწმუნდნენ, რომ ვერც ფულით და ვერც ოქროთი ვერ დააინტერესებდნენ შტაბის წევრებს და მიხვდნენ, რომ ნარჩემაშვილი არც უკან დახევას აპირებდა, ტერიტორიას გაეცალნენ. რუსეთმა დაინახა რა, რომ ომის საბაბი ხელიდან ეცლებოდა, ილტოს ხეობა დაბომბა. ამას შეეწირა მატნელი გლეხი, რომელიც ტყეში ხის მოსაჭრელად იყო წასული.2002 წლის ნოემბერში შტაბი პანკისის ხეობას სრულად აკონტროლებდა.


image

თავიდან დიპლომატიური კორპუსს არ სჯეროდა, რომ პანკისის ხეობაზე კონტროლი დამყარდა. პირველად აშშ-ს ელჩმა, რიჩარდ მაილსმა გამოთქვა სურვილი, პანკისში წაყოლოდა შსს მინისტრს. ნარჩემაშვილმა უსაფრთხოების მიზნით ელჩი თავის ავტომანქანაში ჩაისვა. მაილსს დაცვის ამერიკელი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც ერთ-ერთ მანქანას გარედან მიაკრა ჯი-პი-ესის სისტემის დანადგარი, რათა თანამგზავრიდან გაეკონტროლებინა, მართლა პანკისის ხეობაში შეიდოდნენ თუ არა, იმდენად დაუჯერებელი იყო მათთვის, რომ პანკისის ხეობა კონტროლირებადი გახდა.



ამის შემდეგ მთელი დიპლომატიური კორპუსი შევიდა პანკისში. ნარჩემაშვილმა სრულად შეუსრულა პანკისის მოსახლეობას დანაპირები:


"უახლოეს მომავალში პანკისის ხეობა, რომელიც აქამდე იყო უსაფრთხო ადგილი კრიმინალებისათვის, გახდება უსაფრთხო ადგილი რიგითი მოქალაქეებისთვის!"

18
973
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
973
  
17 მარტი, 20:36
ამ კაცის ღირსებად მარტო ის კმარა თუთიკო, რომ არც 7 ნოემბერიარც 26 მაისი, არც გავრილოვის სიახლიანი თარიღები არ აწევს კისერზე როგორც შსს მინისტრს.
3 თებერვალი, 15:02
იქნებ გვქონდეს კიდეც...
2008-ში ერთერთმა ქართულმა ბატალიონმე ისე გაწმინდა მოწინააღმდეგით სავსე სოფელი რომ მხოლოდ 4 დაჭრილი ყავდა,საკმაოდ დიდი დასახლებული პუნქტი. როგორ ფიქრობთ ეს იტვლება წარმატებულ ოპერაციად???
3 თებერვალი, 12:47
მარტო კი არ გადავიკითხე , ვისწავლე კიდეც და ასეთი წარმატებული ოპერაცია არცერთი არაა. ნუ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით და გემოვნებით. მაპატიეთ, თუ გემოვნებებსა და მოსაზრებებში თანხვედრა არ გვაქვს ამ მიმართულებით, თორემ სხვა მიმართულებებში არ გამოვრიცხავ, გვქონდეს :(
3 თებერვალი, 12:41
ბოლო 15 წლის სამხედრო ისტორია გადაიკითხეთ...
1 თებერვალი, 23:58
დამისახელეთ
1 თებერვალი, 14:55
ერთადერთი წარმატებული რატო? ბევრი ოპერაცია ცატარებულა მაგაზე მეტი მნიშვნელობის...
20 იანვარი, 20:58
პანკისში მყოფი ყველა ძებნილი მაშინდელ ხელისუფლებას შემოყვანილი ჰყავდა აშშ-ს დირექტივით, მათ გარეშე თითსაც ვერ დააკარებდნენ და იმის გაპიარება მაშინდელი ხელისუფლებისგან, რომ მაილსს არ სჯეროდა რამე, ნამეტანი საცოდაობაა....
20 იანვარი, 20:54
უშიშროების საბჭო ხომ ვერ დაწერდა, რომ ზეპირად იცოდნენ პანკისში მყოფი პირების (ტერორისტების) შესახებ ყველაფერი, ვინ, როდის, რამდენი და რომელი გზით.... და არამარტო პანკისში, თბილისში, ახალციხე-ახალქალაქის ტერიტორიებზეც ბევრი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული გვყავდა...... თან, ცნობისათვის, არაისლამისტები, მეორე დიდი მეზობლის მიერ ტერორიზმში ბრალდებულები, მათი რამდენიმე ლიდერი, ინგოროყვას ქუჩაზე, სახ. კანცელარიის უკან ცხოვრობდა. ამაზე თუ წერია უ.ს. სხდომების მასალებში რამე?:):) არ გეწყინოთ, თქვენი მოგონილი რომ არაა, ვიცით, მაგრამ ვცდილობთ ,,გავასწოროთ" ისედაც დამახინჯებული ისტორია...:):)
20 იანვარი, 0:23
უშიშროების საბჭოს მაშინდელი სხდომების მასალები ახლა ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ გამოითხოვოთ. მე ჰაერზე არაფერს ვწერ
19 იანვარი, 20:18
მთელ ოპერაციას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, გეთანხმებით შსს-ს გარდა თავდაცვის ძალებიც მონაწილეობდა ოპერაციაში.
ზუსტად გახსოვთ-კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს ანტიტერორისტული ოპერაციისას ხეობაში.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10