x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
"ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა" - ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს და ალეკო ელისაშვილს ჭორაობის შეწყვეტისკენ საჯაროდ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება რომ ის ყველაფერს თავად მოყვება მას ვინ რას უღებდა ან ვინ აშანტაჟებდა:" გულისამრევია უკვე ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას ჭორაობა ! რა გიორგი ვაშაძის კომპრომატები, რის ვანო მერაბიშვილის შანტაჟი?! ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა ! იცის რომ ვიცი ! ფუ რააა !!!" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტია "მოქალაქეების" ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან და "გირჩთან" მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში. "მოქალაქეების" ლიდერის განცხადებით, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შესაძლოა, შანტაჟს ჰქონდეს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მის წინააღმდეგ გარკვეული სახის კომპრომატები ჰქონდეთ.








0
714
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
714