x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
-ვწუხვარ,რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით!-საზმაუს დირექტორი გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება
image

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელიც მთავარი არხის ეთერში დედას, ქალბატონ ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიუძღვნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, ასეთი კომენტარით ეხმაურება:



“ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით! ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება, მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო!

პირველმა არხმა, გარდაცვალების დღიდან, მთელი კვირა, მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო, ყოფილი და ახლანდელიც, ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე, მასთან გამოსამშვიდობებლად.


პატივის მიგება, ის ვარსკვლავია, რომელიც მას, სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა.

თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა”-წერს თინათინ ბერძენიშვილი.

image


შეგახსენებთ, გუშინდელ მონოლოგში გიორგი გაბუნიამ გადაკვრით უსაყვედურა საზოგადოებრივ მაუწყებელს:


"როგორც ხდება ხოლმე მისი საფლავი პანაშვიდზე მიტანილი უამრავი ყვავილით გაივსო, იქ იდგა მთავრობის სახელით მოტანილი დიდი გვირიგვინი, რომელსაც ეწერა:" საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან", იყო დიდი ყვითელი თაიგულიც, ბუბა კიკაბიძესგან, იყო სხვადასხვა ადამიანებისგან სხვადასხვა უსახელო ყვავილიც, მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა, საქართველოს ტელევიზიის სახელით არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია"

0
279
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0