x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იარაღების მაღაზიაში ყველას არ უნდა ჰქონდეს წვდომა იარაღზე, მით უფრო თუ იარაღის მჭიდი დატენილია

image იარაღის ლეგალურ მაღაზიას ვერცერთ ნორმალურ ქვეყანაში ვერ გახსნი ლიცენზიის გარეშე, მაგრამ ლიცენზია არაა მაღაზიაში უსაფრთხოების გარანტია, რასაც დაგიდასტურებთ ვიდეო, რომელსაც აქ ავტვირთავ.
იარაღის მაღაზია ბევრისთვის ისაა რაცაა ფუტკრისთვის ნექტარი, თავად ბევრჯერ ვარ შემსწრე და მნახველი თუ როგორ ათვალიერებდნენ ძვირადღირებულ იარაღებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეეძლოთ აღნიშნული იარაღების ყიდვა მისი სიძვირის გამო, უბრალოდ ასეთი დათვალიერებით და იარაღის ხელში დაჭერით თავის "ჭიას" ახარებდნენ.
იარაღის ნებისმიერმა გამყიდველმა თუ თანამშრომელმა ინსტრუქციიდან გამომდინარე იცის, რომ კლიენტს იარაღი უნდა მიაწოდოს ვაზნების გარეშე.
აქ კი როგორც ჩანს გამყიდცელმა ახალგაზრდა მამაკაცებს პისტოლეტთან ერთადდატენილი მჭიდიც ან სულაც ცალკე ვაზნები გადასცა. ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ისე "უჩხიკინებს" პისტოლეტს აშკარაა გამოუცდელია, იმდენს "ახერხებს", რომ პისტოლეტმა გაისროლოს. ახალგაზრდა მამაკაცი შეშინებული დახლზე დებს პისტოლეტს, დახლიდან რიკოშეტით ასხლეტილი ტყვია კი მის მეგობარს ხვდება.
საბედნიეროდ მაღაზიის თანამშრომლები სწრაფად გაერკვნენ სიტუაციაში და დაჭრილს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირველი დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც სტატიის ავტორი წერს დაჭრილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მაღაზიას კი მინიმუმ ჯარიმა ა მაქსიმუმ ლიცენზიის დაკარგვა ემუქრება.
ვიდეოს ადევს ასაკობრივი შეზღუდვა, ვისაც გსურთ ვიდეოს ნახვა დააჭირეთ ჯერ "Watch on YouTube", შემდეგ კი "я понимаю и хочу продолжить"!

0
186
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
186