x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მედეა ჯუღელი - პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი
image

სპორტული ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია. ის 1925 წლის 1 აგვისტოს დაიბადა, ქუთაისში. სპორტით ბავშვობიდანვე იყო დაკავებული.

იყო სსრკ-ის შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, სსრკს სპორტის ოსტატი (1946), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ-ის ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979).


გარდაიცვალა 2016 წლის 8 იანვარს, 90 წლის ასაკში.






imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ბავშვობაში




ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; გუნდური)
ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1951 (ბჯენით ხტომა; გუნდური), 1954 (ჯგუფური ვარჯიში; გუნდური)
სსრკ ჩემპიონი: 1946 (ბჯენით ხტომა), 1947 (ბჯენით ხტომა), 1951 (ბჯენით ხტომა), 1952 (ბჯენით ხტომა), 1953 (ბჯენით ხტომა; რგოლები), 1954 (ბჯენით ხტომა), 1955 (ბჯენით ხტომა)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1952 (მრავალჭიდი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1950 (ნაირსიმაღლის ორძელი), 1952 (ნაირსიმაღლის ორძელი; რგოლები)

სსრკ სპორტის ოსტატი - 1946
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1952
საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი - 1971
სპორტის რაინდი - 2012

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენი
ღირსების ორდენი
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი საქართველოდან
*-1962-1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს
*-1965-1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთმელი
*-1979 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება
*-1991-2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
*-2002 წელს მედეა (მზია) ჯუღელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
*-2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“







0
447
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0