x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477109
შენ ხარ შტერი, მართული, ტვინგამორეცხილი, მონა, მარიონეტი, როცა არ იცი, რომ...

image
ცნობიერებაზე ზემოქმედების და გონების კონტროლის უამრავი მეთოდი არსებობს. მე კი ...და, ვფიქრობ, თქვენც, არ გვინდა ვიყოთ მსხვერპლი... მსხვერპლი რომ არ ვიყოთ, ჩვენზე ზემოქმედების ხერხების გამოცნობა უნდა შეგვეძლოს.

ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედების პირველი და უმთავრესი ხერხი ყურადღების გადატანის მეთოდია. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა უნდა შეეცადოს, განუწყვეტლივ გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან სხვა თემებზე. ერთ-ერთ ასეთი ტექნოლოგია „გლობალური დათბობაზე“ ყურადღების გადატანაა, თან მცირე ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციც არსებობს ხელოვნურად შექმნილ ამ „მონსტრზე“... ოზონის ხვრელი იმ ადგილზე "დაკიდეს", სადაც ვერცერთი მეცნიერი და მკვლევარი ვერ შეძლებს ან დაადასტუროს, ან უარყოს მისი არსებობა.


ადამიანებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით რაც უფრო ნაკლები ცოდნა ექნებათ, მით უფრო ადვილი იქნება მანიპულატორებისთვის მათი დაბოლება... (სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამული დაკნინების მიზეზს მიხვდით, ალბათ) „გამუდმებით გადაიტანეთ მოქალაქეების ყურადღება რეალური სოციალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე, ამყოფეთ ისინი ისეთი კითხვების ტყვეობაში, რომელსაც რეალური მნიშვლეობა არ აქვს. საზოგადოება უნდა იყოს დაკავებული, დაკავებული და დაკავებული, მან არასდროს უნდა იფიქროს!“- აცხადებს, მაგალითად, ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედების ოსტატი ნაომი ჩომსკი.

კიდევ უფრო „ საინტერესო“ მეთოდია ხელოვნური პრობლემის შექმნა. ისეთი პრობლემა უნდა შეიქმნას, ადამიანებმა თვითონ რომ ისურვონ მისი გადაწყვეტა. მაგ. სისხლიანი ტერაქტის მოწყობა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ადამიანის თავისუფლებას შეზღუდავს ან სულაც ეკონომიკური კრიზისის ინიცირება, რომ ადამიანებმა გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ბოროტებად მიიღონ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო ორგანოების დემონტაჟი.

არსებობს კიდევ თანდათანობითობის მეთოდი. იმისთვის, რომ არაპოპულარული გადაწყვეტილებების დანერგვა მოხდეს, ისინი თანდათან, წვეთწვეთობით, წლითიწლობით უნდა იყოს გამოყენებულიო. გაიხსენეთ, სწორედ ასე ნელ-ნელა შემოგვიტანეს 80-იანი წლების დასასრულს ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობები: პრივატიზაცია, კერძო სექტორი, არასტაბილურობის განცდა, მასიური უმუშევრობა. ყველაფერი ის, რაც ერთდროულად თავმოხვევის შემთხვევაში, რევოლუციას გამოიწვევდა.

არაპუპულარული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი უმტკივნეულო მეთოდია გადადების სტრატეგია. არაპუპულარული საკითხები უნდა წარმოჩნდეს როგორც „მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი“ გადაწყვეტილების მისაღებად და მოცემულ მომენტში უნდა მოხდეს მოქალაქეების თანხმობის მიღწევა ამ არაპუპულარული გადაწყვეტილების მომავალში მისაღებად. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა მომზადდეს ნიადაგი წინასწარ დიდი ხნით ადრე. ხომსკიმ ზედმიწევნით იცის ადამიანის ფსიქოლოგია, რომ მსხვერპლგაღება მომავალში უფრო ადვილად წარმოსადგენია, ვიდრე აწმყოში. ალბათ იმიტომ, რომ ეს არ მოხდება სწრაფად და მეორეც, ხალხი მიდრეკილია იყოს იმედით, რომ "ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება" და მსხვერპლგაღება, რომელსაც მისგან ითხოვენ, მომავალსი თავიდან იქნება აცილებული.

თუმცა... თუმცა... და თუმცა დროთა განმავლობაში ხალხი ქვეცნობიერად ეგუება კონკრეტულ ცვლილებაზე ფიქრს და ურიგდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, როცა ამის დრო დგება.

ერთ-ერთი მეთოდია ენის მოჩლექა. ბევრი რეკლამა, რომელიც მიმართულია ფართო მასებზე, იყენებს არგუმენტებს, სიმბოლოებს და ინტონაციებს, რომლებიც ბავშვებზეა გათვლილი. ეს გათვლილია იმაზე, რომ მაყურებელში ბავშვის აღქმა გააღვიძონ. როცა ადრესატს ისე მიმართავ, როგორც 12 წლის ბავშვს, აღქმის კანონებიდან გამომდინარე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ადამიანი რეაგირებას მოახდენს როგორც 12 წლის ბავშვი.


ოჰო, მეთოდი - მეტი ემოცია, ვიდრე განსჯადობა. სატირლად გაგეცინებათ, ვიცი.

ემოციური ასპექტის გამოყენება კლასიკური ტექნოლოგიაა ინდივიდუმში რაციონალური ანალიზის და კრიტიკის დასაბლოკად. გარდა ამისა ემოციურ ფაქტორს შეუძლია გახსნას ქვეცნობიერის კარგად ჩარაზული კარიც კი, რათა იქ აზრები, სურვილები, შიშები, სიფრთხილე, ქცევის იძულებითი ან საჭირო მოდელები შეალაგოს.


ხალხი უნდა გყავდეს უცოდინარობასა და დამოკიდებულებაში.

დამოკიდებული საზოგადოების შექმნა, რომელიც უუნაროა გაიაზროს სოციალური კონტროლის და დათრგუნვის ტექნოლოგიები და მეთოდები. საზოგადოების შედარებით დაბალი კლასების განათლების ხარისხი, რაც შეიძლება ვიწრო და უღიმღამო უნდა იყოს იმისთვის, რომ დაბალ და მაღალ სოციალურ კლასებს შორის არსებული განსხვავება გაღრმავდეს და შეუძლებელი იყოს მისი აღმოფხვრა.


მასები ყოველდღიურ წვრილმანებზე უნდა გადართო ან ხალხს ჩაუნერგო აზრი, რომ მოდურია იყო შტერი, უკულტურო და ვულგარული", - არიგებს მანიპულატორს ჩვენი ნაომი.

როცა სოციალურ ქსელ ფეისბუკში კომენტარებს ვკითხულობ, განსაკუთრებით, ეს ქვემო მეთოდი მახსენდება . ეს არის დანაშაულის გრძნობის გაძლიერება.ისე უნდა გააკეთო, რომ ადამიანებმა თავის უბედურებებში, გაჭირვებასა და წარუმატებლობაში თავი თვითონ იგრძნონ დამნაშავედ ინტელექტის, უნარების და ძალების დეფიციტის გამო. იმის ნაცვლად, რომ არსებული სისტემის წინააღმდეგ აღსდგეს ხალხი, ინდივიდები თავს თვლიან უსუსურად, თვითგვემას ეძლევიან. ამას დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანები და მათი მოქმედების ეფექტურობა მნიშვნელოვნად ფერხდება. მოქმედების გარეშე კი რევოლუციებიც არ ხდება.

რაც ყველაზე მთავარია, ადამიანების შესახებ იცოდე იმაზე მეტი, ვიდრე თვითონ იციან.... ბოლო 50 წლის მეცნიერულმა მიღწევებმა მიზანმიმართულად გაზარდეს ცოდნის ნაპრალი ძირითად მასასა და მმართველ ელიტურ სისტემას შორის და სისტემა ეფექტურად იყენებს ამ ცოდნას და ამ რრმა ნაპრალსაც, რომელიც უკვე უფსკრულსაც ჰგავს... ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და ფსიქოლოგიის წყალობით, „სისტემა“ ადამიანური არსების შესახებ ცოდნას ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც იყენებს. სისტემას შეუძლია უკეთ "გაუგოს" ჩვეულებრივ ადამიანს, ვიდრე ადამიანი იცნობს თავს. ეს ნიშნავს, რომ სისტემას, მეტწილ შემთხვევაში, აქვს ინდივიდზე უფრო მეტი კონტროლისა და მართვის შესაძლებლობა, ვიდრე თვითონ ინდივიდს საკუთარ თავზე.

თქვენ უკვე იცნობთ თქვენს ცნობიერებაზე ზემოქმედების უამრავ მეთოდთაგან
მთავარ მეთოდებს, აწი მშვიდად შეგვიძლიათ უყუროთ ტელევიზიებს... და პარალალურად აღვასრულოთ ჩქვენი თანდაწერილი, თანდაყოლილი მისია - რაიმე ფორმით სიკეთის ქმნა. ხოლო ბოროტების ენის ცოდნით, მშვიდად გავუმკლავდეთ ბოროტებას...


0
24
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0