x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108884
  • ვიდეო:351231
  • სურათი:477581
საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"?

image


მადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში საშობაო ვაჭრობის დასაწყისად ითვლება და ამერიკელები სავაჭრო ცენტრების "შტურმით" ასაღებად მიდიან. 2019 წლის შავ პარასკევს, მომხმარებლების მიერ დახარჯულმა თანხამ 68, 9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

image

image

image

თუ შავ პარასკევს ასეთი მოგება მოაქვს, რატომ ეძახიან "შავს"?

ამ სიტყვას ჩვეულებრივ იყენებდნენ იმ მოვლენის დასახელებისთვის, რომელიც ფულის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად: შავი პარასკევი, რომელმაც დააჩქარა საფონდო ბირჟის კრახი 1929 წელს, ან 1869 წელს ოქროს ბირჟის ჩამოქცევა, რომელმაც ფინანსური კრახი გამოიწვია.

შავი პარასკევი ყოველთვის არ ასოცირდებოდა სადღესასწაულო ხარჯებთან (ისე როგორც დღეს). Snopes-ის მიხედვით, 1950-იანი წლებიდან დაწყებული, დამსაქმებლებმა და მასმედიამ შეამჩნიეს, რომ ადამიანები ხშირად საავადმყოფო ფურცელს იღებდნენ მადლირების დღის შემდეგ (როგორც წესი, ემთხვეოდა ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს), იმისთვის რომ მიყოლებით ოთხი დღე დაესვენათ. ბიზნესისთვის ეს პარასკევი არ იყო მაინცდამაინც კარგი დღე, რადგანაც მკვეთრად ეცემოდა პროდუქტიულობა (შემდეგ ბოლოსდაბოლოს ოფისები დანებდნენ და თანამშრომლებს ეს დღე დასვენების დღედ გამოუცხადეს).

სამართალდამცავი ორგანოებიც არ იყვნენ აღფრთოვანებული ამ პარასკევი დღით. რამდენადაც მოზრდილები და ბავშვები არ მიდიოდნენ სამსახურებში/სკოლებში, მსხვილ ქალაქებში იზრდებოდა მოსახლეობის მოძრაობა. ფილადელფიის პოლიცია იძულებული იყო დამატებითი ღონისძიებებისთვის მიემართა, რათა საცობების პრობლემები გადაეჭრა. მათ შეიძულეს ეს დღე და სახელწოდებაც "შავი პარასკევი" სწორად მიესადაგა ამ დღეს.

საბოლოო ჯამში ეს უარყოფითი ტერმინი თანდათანობით ვრცელდებოდა მასმედიით. ფილადელფიის საცალო მოვაჭრეებმა სცადეს ამ დღის სახელწოდება შეეცვალათ "დიდ პარასკევად", რათა კატასტროფასთან ასოციაცია არ ყოფილიყო. მაგრამ ძველი სახელწოდება უკვე დამკვიდრებული იყო და მალე იგი რეკორდული მოგებების სინონიმად იქცა.

image




იხილეთ ასევე:




1. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში

image

2. საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

3. რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image

4. კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით

image

5. შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?

image

6. როგორ რეაგირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მომაბეზრებელ პაპარაცებზე

image

7. რატომ არის ყველაზე "სუფთა" კუპიურა იაპონური იენა და ყველაზე "ჭუჭყიანი" კი....

image







0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0