x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108879
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
ნავალნი მოსკოვში ჩავიდა - თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა, თუმცა სხვა აეროპორტში

ნავალნი
რამდენიმე თვის შემდეგ, ოპოზიცოინერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩავიდა. თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ დაშვებამდე თვითმფრინავმა გეზი შეიცვალა და ის რუტინული გზით არ დაჯდა აეროპორტში. მეტიც, ის საერთოდ სხვა აეროპორტში დაეშვა.

თბილისის დროით 21:00 საათზე ვნუკოვის აეროპორტში ტაბლოზე გამოჩნდა წარწერა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, შერემეტიევოს აეროპოტში გადამისამართდა.

დაშვებამდე ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვნუკოვის აეროპორტი დაკეტილია და ბოენგი 737 სათადარიგო აეროდრომისკენ მიფრინავდა.

ნავალნის დაკავება ელოდება, რადგან რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ალექსეი ნავალნის გაფლანგვის ბრალდებით მისჯილი პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო პატიმრობა ემუქრება. თავის მხრივ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

განცალკევებულად ამ საქმიდან, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა, სადაც მას თაღლითობაში სდებენ ბრალს, მათ შორის თავისი ანტიკორუფციული ფონდისთვის გადარიცხული თანხების გამო, ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფულის ტრანსფერის გამო.

სტატია მომზადებულია მთავარის მასალების მიხედვით

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0