x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108879
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა სასწავლო გარემოში

image

მასწავლებელს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ სასწავლო მასალის გადაცემა, მოსწავლეებთა კომუნიკაცია და მათი მოტივირება, არამედ კლასში დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება. მაგრამ დისციპლინის დარღვევის შემთხვევების გარეშე სასწავლო პროცესის წარმართვა შეუძლებელია.

დისციპლინის დარღვევის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც კლასის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე. მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის გამომწვევი მიზეზები ხშირად ადვილად შესამჩნევი არ არის, ამიტომ ამგვარ ქცევას რომ გაუმკლავდეს მასწავლებელი, ის უფრო ღრმა მიზეზებით უნდა დაინტერესდეს, რომლებიც ასეთ ქცევას იწვევს.

კლასში უდისციპლინობას ხელს უწყობს სახლში არსებული ვითარებაც, მაგალითად: მშობლების განქორწინება, მათი მხრიდან სითბოსა და ყურადღების ნაკლებობა. ამგვარ შემთხვევაში სკოლამ უნდა უზრუნველყოს თბილი და მეგობრული გარემოს შექმნა. უდისციპლინო ქცევის მიზეზი შეიძლება გახდეს სკოლასა და ოჯახსი დამკვიდრებული ღირებულებათა შორის განსხვავება.

თუ მოსწავლეს გაკვეთილს უმნიშვნელოდ და უინტერესოდ მიიჩნევს, ის არ მოერიდება დისციპლინის დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ხშირად დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება მასწავლებელს, რომელიც ძალიან მკაცრი ან ძალიან დამთმობია.

მოსწავლეთა დისციპლინასა და მათ აკადემიურ მოსწრებას შორის მჭიდრო კავშირია. ხშირად დაბალი მოსწრება სკოლაზე გულის აცრუებას იწვევს და მოსწავლეთა უდისციპლინო ქცევის მიზეზი ხდება. ამ მიზეზით, დისციპლინის დარღვევების თავიდან ასაცილებლად ასჭიროა, მასწავლბელმა შეიმუშაოს ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები თავს გაართმევენ.

მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიითა და სწავლების მეთოდებით უნდა ცდილობდეს კლასში პოზიტიური გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს დისციპლინის დარღვევების თავიდან აცილებას, მაგრამ ამის მიღწევა საკმაოდ რთულია.

უდისციპლინო ქცევის თავიდან აცილება საუკეთესოდ დაგეგმილ გაკვეთილებზეც არ არის ადვილი. ამის მიუხედავად, არსებობს მოსწავლეთა მოტივირების მრავალი გზა, რომლებიც, ხელს უწყობს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მრავალი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად აუცილებელია კლასში დისციპლინის დამყარება და შემდეგ სწავლასთან და სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ხშირად უდისციპლინო ქცევას სწავლების უინტერესო პროცესი და ისეთი სასწავლო პროგრამა იწვევს, რომელიც მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უკარგავს და მის შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს.

დისციპლინის დარღვევის თავიდან ასაცილებლად სასურველია, სასწავლო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესებს.

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0