x
რა არის პერიტონიტი?- მისი კლინიკა,დიაგნოსტიკა,მკურნალობა.
imageრა არის პერიტონიტი? - ეს არის ვისცერული და პარიეტერული პერიტონეუმის ანთება.

კლასიფიკაცია: 1) ინფექციის შეჭრის მიხედვით -პირველადი და მეორადი.

პირველადი ფორმის დროს ინფექციის შეჭრა ხდება ჰემატოგენური, ლიმფოგენური გზით, ფალოპის მილებიდან. მეორად ფორმასტან შედარებით იშვიათია და სემთხვევათა 1% წარმოადგენს. ძირთადად გვხვდება ბავშვებში.

მეორადი ფორმის დროს ინფექციის შეჭრა ხდება მუცლის ღრუს ორგანოებიდან, მწვავე ქირურგიული დაავადებების ან ტრავმის შედეგად .ხშირია და შემთხვევათა 99%-ში გვხვდება.


თავის მხრივ მეორადი იყოფა:

* ინფექციურ-ანთებითი( აპენდიკულარული, ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნაწლავთა მწვავე გაუვალობის, მეზენტერალური სისხლძარღვების თრომბოემბოლიი, მწვავე პანკრეატიტით, გინეკოლოგიური გზებით განპირობებული.);

*პერფორაციული( გამომწვევი მიზეზები:ა) კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესები(სიმსივნე, ტუბერკულოზი და ა.შ.);ბ)კუჭნაწლავის ტრაქტის უცხო სხეულების ზეწოლით(დეკუბიტუსით) განპირობებული;გ)ნაწლავის ტრაქტის მეზენტერალური სისხლდენების თრომბოემბოლიითგამოწვეული ნაწლავის კედლის ნეკროზის შედეგად განპირობებული დესტრუქციით.);

*ტრავმული(გვხვდება მუცლის ღრუს ორგანოების დახურული ან ღია დაზიანებების შედეგად);

*ოპერაციის შემდგომი(გამოწვეულია -ნაკერების უკმარისობით, ოპერაციის დროს მუცლის ღრუს დაბინძურებით, თავისუფალ მუცლის ღრუში არასრულფასოვანი ჰემოსტაზით და სისხლის ჩაღვრით.)

2)გამონადნის ხასიათის მიხედვით ვარჩევთ: სეროზულს, ფიბროზულს, ჩირქოვანს, ჰემორაგიულს, ლპობოთ და განავლოვანს/

3)პერიტონეალურ ღრუში პერიტონიტის გავრცელების მიხედვით ვარჩევთ: შემოფარგლურ და დიფუზურ ფორმებს.

4) კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ვარჩევთ: მწვავე და ქრონიკურ ფორმებს.

5)ეტიოლოგიერი ნიშნების მიხედვით გამოიყოფა: მიკრობული და ასეპტიური.

მწვავე პერიტონოტი

სტადიები:1.რეაქტიული(პირველი 24 სთ.)

2.ტოქსიური(24-72 სთ.)

3.ტერმინალური(72 სთ. მეტი.)

ეტიოლოგია: ინფექციის ან ქიმიურ-ტოქსიური ნივთიერებების პერიტონეუმის ღრუში მოხვედრით განპირობებულია.

ყველაზე ხშირად ვიტარდება აპენდიკულარული წარმოსობის პერიტონიტი(70%), მეორე ადგილზეა ოპერაციის სემდგომი პერიტონიტი(15%), ხოლო მუცლის რრუს ორგანოთა ღია დაზიანებები და დახურული ტრავმებიშეადგენს 2-3%-; დანარჩენი შემთხვევების (12%) მოდის ნარვლის ბუშტის, პანკრეასის, წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის მწვავე პათოლოგიებზე.

პათოგენეზი.

პათოგენეზი რტულია. პათოლოგიური აგენტის პერიტონეუმის ღრუში შეჭრის საპასუხოდ ორგანიზმში ამუშავდება დაცვითი მექანიზმთა კონპლექსი-როგორც უჯრედული, ისე ჰუმორალური, იმუნოლოგიური და ადგილობრივი, ტაც ხელს უშლის ანთებითი პროცესის სემოფარგვლას.

თუ რომელიმე დაცვით მექანიზმმა ვერ უზრუნველყო ანთებითი პროცესის ლოკალიზება, მაშინ პათოლოგიური აგენტის აგრესია პროგრესირებს და ანთებითი პროცესი ვრცელდება პერიტონეუმის ღრუში- ვითარდება პერიტონოტო (დიფუზური ან შემოფარგლური).

მუცკის რრუსი მოხვედრილი მიკრობები, პერიტონიტის დასაწყის სტადიაზე იწვევს ცვლილებებს ჰემოდინამიკაში(პერლის გახშირება, არტერიული წნევის მომატება.გულის წითმოცულობის გადიდება)-ეს ყველაფერი ხელს უწყობს პერიტონიტის ტოქსიკურ და ტერმინალურ სტადიების თანდათანობით პროგრესირებას და იწვევს გულსისხლძარღვთა უკმარისობას.

სისხლში მოხვედრილი ტოქსინების მზარდი რაოდენობა იწვევს ნაწლავის კედელში მეტაბოლური პროცესების დარღვევას, რასაც მოჰყვება მისი ატონის და შებერილობა.-ვითარდება ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა, ნაწლავის კედელი განვლადი ხდება მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მკვეთრად ზრდია ინტოქსიკაციას.

პერიტონიტის დროს ორგანიზმის ენერგორესურდების დანახარჯები მატულობს, მატულობს მძიმე იმუნოდეპრესია, ჰიპოვოლემია-ღებინებით. სისხლის და პლაზმის დანაკარგი იწვევს ცირკულაციაში არსებულისისხლის მოცულობის 20-50%, აღინიშნება ასევე ოლიგურია.

პროცესის გაღრმავებას თან ახლავს მეტაბოლური პროდუქტების სისხლში გადასვლა, უჯრედშიდა აციდოზს ემატება უჯრედგარე აციდოზი და საბოლოოდ ვითარდება პოლიორგანული უკმარისობა.

კლინიკა, დიაგნოსტიკა.

კლინიკური სურათი დამოკიდებულია პროცესის გავრცელების სახეზე-შემოფარგლული უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, დიფუზური უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ობიექტური გამოკვლევის დროს აღინიშნება:ტკივილი მუცელში(ადრეული და მუდმივი სიმპტომია), დასაწყისში გამომწვევი მიზეზის არეში ლოკალიზებულია ტკივილი, შემდეგ თანდათანობით ვრცელდება მთელ მუცელზე.ადგილი აქვს მუცლის კედლის კუნთების რეფლექტორულ დაჭიმულობას, 6-24 საათის შემდეგ ინტოქსიკაციის ზრდასთან ერთად ხდება პერიტონეუმის ნერვულ დაბოლოებათა დამბლა, რაც იწვევს ტკივილის ინტენსივობის შემცირებას, კუნთების დაჭიმულობის შემცირებას.

ასევე აღინიშნება ტკივილი პალპაციისას, რომელიც ძლიერდება მუცლის კედლიდან ხელის აღების დროს(ბლუმბერგის სიმ-მი).

გუკისრევა, ღებინება, დასაწყისში რეფლექტორულია და შემდგომ განპირობებულია ნაწლავთა პარეზით.დინამიკაში იცვლება ღებინების ხასიათიც-დასაწყისში შეიცავს კუჭის წვენს და მის შიგთავსს, შემდეგ ემატება ნაღველი, ბოლოს ნაწლავის შიგთავსიც, რაც აძლევს განავალოვან სუნს.

აუსკულტაციით ნაწლავთა პერისტალტიკური ხმიანობის გაქრობა აღინიშნება, იცვლება ტემპერატურა-ხდება სუბფუბრილური.ენა ხშირად მშრალია და ნადებითაა დაფარული, საწოლში იძუკებით მდგომარეობაა-ავადმყოფი წევს ზურგზე ან გვერძე მუცელთან მიტანილი ქვემო კიდურებით, ნაკლებ მოძრავია.

დოფდიაგნოსტიკა.

ფსევდოპერიტონოტო(არაანთებადი).შეიძლება იყოს გამოწვეული პლევრიტით, პნევმონიით, მუცლის აორტის განშრევებით, მუცლის ორგანოების ქრონიკული იშემიით და სხვ.

მკურნალობა.

ქირურგიული მკურნალობა:პერიტონიტის მიზეზის მოცილება ან შემოფარგლვა, მუცლის ღრუს ტუალეტი, ექსუდატის მოცილება, პერიტონიუმის რღუს ამორეცხვა ანტიბიოტიკების შემცველი ხსნარით, ხსნარი აუცილებლად უნდა იყოს ცივი, რათა შეამციროს ნივთიერაბათა ცვლის პროცესი, დათრგუნოს მის რეზორბციის თვისებას, შეამციროს ენტოტოქსიკოზი.ფიბრინის ნადების მოცილება არ ხდება, რადგან ის იწვევს ორგანოების დასეროზირებას მომავალში ნაწიბურების განვითარებით.

მნიშვნელოვანი ასევე პოსტოპერაციული ანალგეზია ნარკოტიკული საშუალებებით, ასევე მნიშვნელოვანია ვენტილაცია.

ავადმყოფს ენიშნება დასაწყისში ფაეთო სპექტრის ანტიბიოტიკი, ხოლო ბაქტერიული გამოკვლევის შემდეგ ხდება დამიზნებით ანტიბიოტიკოთერაპია.



1
158
1-ს მოსწონს
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
158
  
2021, 17 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1