x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108734
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
ჩინელი სამხედრო ექსპერტების თქმით მსოფლიოში არ გამოინახება ქვეყანა რომელიც რუსეთ-აშშ-ს ომის შემთხვევაში რუსეთს ღიად დაუჭერს მხარს

image ჩინელმა სამხედრო ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა უამრავი კვლევების და მასალის შესწავლის შემდეგ მიიღეს იდენტური დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ძალიან მომძლავრდა და სწრაფი ტემპებით მიდის თავდაცვის სამინისტროში შემავალი საზღვაო ფლოტის, კოსმოსური ძალების თუ სხვა მიმართულების შეიარაღებული ძალების მოდერნიზებული ტექნიკით გადაიარაღება რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის შემთხვევაში უამრავი დაუძლევლი პრობლემა გაუჩნდება.
ის ქვეყნები კი რომლებიც რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან ბუნებრივია თავს შეიკავებენ რუსეთის ღია მხარდაჭერისაგან საბრძოლო მოქმედებების თეატრში.
აქ ერთი რამაა დამატებით გასათვალისწინებელი, რუსეთი სრულად არცერთ ეგრეთ წოდებულ მეგობარ ქვეყანას არ ენდობა.
ოფიციალური შეთანხმებით ბელორუსი რუსეთის მეგობრად ითვლება, მაგრამ ღიად ჩანს დაპირისპირება რიგ საკითხებზე ამ ორ ქვეყანას შორის, გარდა ამისა არა მგონია ვენესუელამ, ნიკარაგუამ ან სირიამ ოფიციალურად გამოუცხადონ ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს.
(წარმოვიდგინე ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს თვითმარქვია ხელისუფლებების მიერ ამერიკისათვის ომის გამოცხადება და გულიანად გამეცინა).
გარდა ამისა რუსეთის დუმის მიერ დამტკიცებული სამხედრო დოქტრინა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს ვფიქრობ გვარიანად დააფრთხობს რუსეთის მოკავშირეებს.
ნებისმიერი ანალიზი მაინც ვარაუდებია და არა მგონია რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (უახლოეს წლებში მაინც) ღიად დაუპირისპირდეს ერთმანეთს.

0
404
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
404