x
მეტი
  • 08.03.2021
  • სტატია:109049
  • ვიდეო:351327
  • სურათი:477973
ის 5 წლის ასაკში დედა გახდა- ლინა მედინას შოკისმომგვრელი ისტორია

პერუში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ითვლება ყველაზე ახალგაზრდა დედად მედიცინის ისტორიაში: მან 5 წლის ასაკში გააჩინა თავისი პირველი ბავშვი. შემდეგში ლინა მედინა გაურბოდაინტერვიუებს, რადგან არ უყვარდა საჯარო გამოსვლები. მან საბოლოოდ არ გაამხილა მთავარი საიდუმლო: ვინ იყო ბავშვის მამა. თუმცა ეს ერთად-ერთი დამალული ფაქტი არაა ლინა მედინას ისტორიაში.

image

როგორ გაუჩნდა ბავშვი ბავშვს?


ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა დაიბადა 1933 წელს, ღარიბ სოფელში. 1939 წლის 14 მაისს მან გააჩინა ბავშვი, ის იმ დროს იყო 5 წლის და 7 თვის.

თავიდან მის ფეხმძიმობაზე არავინ დაფიქრებულა: ბავშვი მშობლებმა ექიმთან მაშინ წაიყვანეს, როცა ბავშვის მუცელი დამრგვალდა და ეგონათ, რომ მას სიმსივნე ჰქონდა. თუმცა ექიმებმა მათ შეატყობინეს დაუჯერებელი ამბავი: გოგონა 7 თვის ფეხმძიმე იყო.

ექიმმა ხერარდომ გოგონა ლიმაში წაიყვანა გამოკვლევისთვის. ორსულობა იქაც დაადასტურეს. შემდეგში გაირკვა, რომ ადრეულ ასაკში ლინამ განიცადა ჰორმონალური დარღვევა, რის შედეგადაც მისი სქესობრივი მომწიფება ძალიან ადრე მოხდა. 8 თვის ასაკში მას ქონდა უკვე მენარქე, ხოლო 4 წლის ასაკში ოთხი წლის ასაკში დაიწყო მისი მკერდის განვითარება. 5წლის ასაკში დაიწყო მენჯის ზრდა.

ამის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ პატარა იყო და ბუნებრივი მშობიარობა შეუძლებელი იყო. ლინას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომლის წონაც 2700 გრამი იყო. მას ლინას ექიმის სახელი ჰერარდო დაარქვეს.

ლინა მუშაობდა მდივნად კლინიკაში, მოწიფულ ასაკში ის გათხოვდა რაულ ხურადოზე, ვისთანაც მეორე შვილი შეეძინა, 39 წლის ასაკში.

ლინამ თავის პირველ შვილზე მეტი იცოცხლა, ბავშვობაში კი ლინას ის, თავისი ძმა ეგონა. ხერარდო 1979 წელს გარდაიცვალა.

თავიდან გოგონას მამა დააპატიმრეს გაუპატიურების ბრალდებით, მაგრამ ის მალევე გამოუშვეს. ასე, რომ არ არის ცნობილი ვინ იყო ბავშვის მამა.


image

იგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფარქტით.

გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ლინა მაშინ გააუპატიურეს, როცა მდინარეზე დედა სარეცხის გასარეცხად უშვებდა. ან, შეაძლოა რომელიმე რიტუალური ორგიის მსხვერპლი გამხდარიყო ლინა, რომელიც იმ სოფელში იყო გავრცელებული.


0
533
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0