x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108782
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
კონფლიქტის როლი ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაში

image

საზოგადოების წევრებად რომ ჩავითვალოთ მნიშვნელოვანია სოციალიზაციის პროცესი და იმ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. ყველა ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია პიროვნულ ურთიერთობებს. ინტერპერსონალური ურთიერთობებს შეუძლია ადამიანის ემოციური, ფიზიკური, სოციალური, ინტელექტუალური და ეკონომიკური მოთხოვნების შევსება (სუმბაძე & მახარაძე, 2010). კომუნიკაციისა და ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ფუნქციონირება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კომუნიკაცია ყოველთვის იოლი არ არის და ხშირად კონფლიქტს გაუგებრობასა და აგრესიას სწორედ არასწორი კომუნიკაცია იწვევს. კომუნიკაციის უნარი თანდაყოლილი თვისება არ არის ანუ ადამიანები ამით არ იბადებიან. ის ნასწავლია, ამიტომ დახვეწა და საკუთარი კეთილდღეობისთვის მისი გამოყენება ყველას შეუძლია. კომუნიკაციის არსის ცოდნა მნიშვნელოვნად ზრდის კომუნიკაციის უნარს. თუმცა მაინც, არ არსებობს ჯანსაღი ურთიერთობები კონფლიქტის გარეშე (Holmes & Murray, 1996).

პიროვნებათა შორის კონფლიქტი (შეუთანხმებლობა ერთმანეთთან დაკავშირებულ ინდივიდებს შორის, რომლებიც საკუთარ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ) შეიძლება წარმოიშვას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს და ა.შ შორის.

პიროვნებათაშორისი კონფლიქტის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი (Taylor et al., 2006):

  • ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან-ერთის ქცევა მეორეზე ახდენს გავლენას.
  • ორივემ იცის რომ მათი მიზნები შეუთავსებელია-თუ ერთი აღწევს მიზანს, ხოლო მეორის მიზანი მიუღწეველი რჩება.
  • ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას საკუთარი მიზნების მიღწევაში.

როგორ შედეგს მოიტანს კონფლიქტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამინების ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობასა და იმ სტილზე, რომელსაც ადამიანი კონფლიქტის დროს იყენებს:

  • შეჯიბრი- შეჯიბრის სტილის დროს ადამიანი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე და ნაკლებად აწუხებს ის, თუ რა სურს მეორე მხარეს.
  • თავის არიდება- ამ სტილის არჩევის შემთხვევაში ადამიანი ზრუნავს როგორს საკუთარ, ასევე სხვის საჭიროებებზე.( მე მოვიგე შენც მოიგე)
  • კომპრომისი- ადამიანი იმყოფება კონტინიუმის შუაში ის ზრუნავს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სურვილებსი განხორციელებაზე. (მე მოვიგე და წავაგე, შენ მოიგე და წააგე).

ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი კონფლიქტს უკავია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი ურთიერთობებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. მე არ ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას და ვეცდები ჩემი აზრი განვამტკიცო არგუმენტებით.

კონფლიქტის გავლენა პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე დადებითი იქნება, თუ ადამიანებს ეცოდინებათ კონფლიქტის შემდეგი ძირითადი პრინციპები:

  • კონფლიქტი გარდაუვალია-ურთიერთდამოკიდებულ ადამიანებს შორის განსხვავაებების გამო. (Holmes & Murray, 1996).
  • კონფლიქტს არ მოსდევს მხოლოდ უარყოფითი შედეგი, ასევე შეიძლება მოჰყვეს-დადებითიც-კონფლიქტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ან სარეგებელი მოუტანოს ურთიერთობას. ეს კი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მოხდა კონფლიქტის გადაჭრა. (Gottman, 1994; Holman & Jarvis, 2003).
  • კონფლიქტი შეიძლება ფოკუსირებული იყოს შინაარსზე და/ან ურთიერთობაზე.
  • კონფლიქტსი მოგავრების სტილი გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგებზე.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქორბს, რომ კონფლიქტი აზიანებს ინტერპეროსნალურ ურთიერთობებს ვფიქრობ, იმთავითვე უარყოფითად არიან განწყობილები მის მიმართ და არ ითვალისწინებენ იმ მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც საჭიორა კონფლიქტის მოსაგვარებლად:

  • კონფლიქტის მართვის მოსამზადებელი ეტაპი-უმჯობესია თუ დაპირისპირებას საჯარო ხასიათი არ ექნება და სხვების თანდასწრებით არ წარიმართება.
  • კონფრონტაციის (წინააღმდეგობის) დაწყებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ორივე მხარისტვის შესაფერისი დროა.

ზოგადად ერთერთი მოცემულობა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტების მოგავრებას დაკავშირებულია მცდარ შეხედულებებთან, რომელიც მასთან მიმართებაში არსებობს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ უმჯობესია კონფლიქტურ სიტუაციას თავი აარიდონ და რომ დროსთან ერთად სირთულეები მიდის. სამწუხაროდ საზოადოების უმრავლესობის მხრიდან კონფლიქტის ცნება სწორად არ აღიქმება, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ თუ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ადგილის აქვს კონფლიქტს ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ურთიერთობას საფრთხე ემუქრება და რომ კონფლიქტი პიროვნებათაშორის ურთიერთობას აზიანებს. ძირითადი მიზეზი რის გამოც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კონფლიქტი ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ხელს უშლის, არის ის, რომ ორივე მხარე ფიქრობს, რომ კონფლიქტში უნდა იყოს წაგებული და მოგებული რადგან მიზნები შეუთავსებელია და ისინი არ განიხილავენ კონსენსუსს, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთერთ საშუალებას.

ნებისმიერი ეს დაშვება, რომელიც ზემოთ განვიხილეთ არის მცდარი ვინაიდან ისინი ხელს უშლიან კონფლიქტის მოგვარებას. ზოგადად კონფლიქტის მოგავრება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კონფლიქტში ჩართულ ადამიანებს კონფლიქტის მიმართ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონფლიქტი თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ერთერთი მხარე აუცილებლად უნდა იყოს გამარჯვებული.

კონფლიქტი, როგორც წესი, მეტ გარკვეულობას სძენს სიტუაციას. ის მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის, ანუ საკუთარი პოზიციის, შეხედულების ფორმირებისთვის. კომუნიკაცია- მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომლის სწორად ცოდნის შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია კონფლიქტამდე არც მივიდეს. ხოლო გარკვეული მექანიზმების სწორად ცოდნის დროს, შესაძლოა, ადამიანმა არ მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია, განვითარება. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, კონფლიქტი ხშირად ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარი ინტერესები, მოთხოვნილებები, პოზიციები გააცნობიეროს.

საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ კონფლიქტი უარყოფითადი მოქმედებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რთულია კონფლიქტი დადებით კონტექსტში განიხილო როცა საქმე გაქვს ღალატთან, ტყუილთან და ურთიერთობის ასეთ “ბნელ“ მხარეებთან.

ვფიქრობ ზემოთ აღნიშნული მსჯელობაში გამოვლენილია საღი აზრი და დამოკიდებულება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანი შეეცადოს მართოს ემოციური მდგომარეობა და საღი აზრით შეხედოს რეალურ მოცემულოაბს. განწყობა, როგორც აღვნიშნე მნიშნელოვან როლს თამაშობს ამ დროს და იმ პარტნიორის ქცევა, რომელიც ტყუილსა და ღალატშია შემჩნეული. კონფლიქტის დადებითი მხარე ისაა, რომ აიოლებს ადამიანების ინტერესების ერთმანეთთან მორგებას. ზოგჯერ ის აუცილებელიცაა, რადგან სწორედ რომ ის ეხმარება პარტნიორებს ურთიერთობისა და ერთმანეთის დაფასებაში (ქაჯაია, 2002). საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ კონფლიქტი სწორედ რომ უსამართლო მეთოდებს და მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას გულისხმობს, რაც ანგრევს ურთიერთობებს (სუმბაძე & მახარაძე, 2010).

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დროს დამნაშავემ აღიაროს საკუთარი არასწორი ქცევა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, რაც შეამცირებს კონფლიქტის რისკს და მეორე ადამიანს გაუჩენს მეტად ემპათის შეგრძნებას, ვიდრე ანტიპათიის. აუცილებლად უნდა შევეხოთ კომუნიკაციის როლს, რადგან, როგორც წესი, კონფლიქტი მიმდინარეობს დამახინჯებული კომუნიკაციის ფონზე, ხოლო მსჯელობა, კომუნიკაცია და დანაშაულის აღიარება ამცირებს კონფლიქტის გაღრმავების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტის დროს მხარეებმა გააცნობიერონ რისი მომტანია ის. თუ კონფლიქტი ხდება, ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომლის მოგვარებაც ორივე მხარეს შეუძლებლად ესახება, მაშინ სჯობს ლოგიკური და საღი კომუნიკაციის შემდეგ, ადამიანები დარჩნენ საკუთარ აზრზზე და არ ეცადონ ურთიერთობის დაზიანების ხარჯზე გამარჯვებულები “გამოვიდნენ'' კონფლიქტიდან, ვინაიდან როგორც აღვნიშნე კონფლიქტი თავისთავად არ მოიაზრებს რომელიმე მხარის გამარჯვებას. რაც შეეხება სარგებლის მოტანას, იმის გამო, რომ კონფლიქტი ძლიერ ემოციებს იწვევს, შესაძლოა ორივე მხარემ უთანხმოების შემდგომ კარგად აწონ-დაწონოს თავიანთი დანაშაული, რის შემდეგაც დიდია ვარაუდი იმისა, რომ ურთიერთობაში უთანხმოება შემცირდეს, გაიზარდოს სიახლოვე პარტნიორებს შორის და ყველაფერი ღია დისკუსიითა და ურთიერთიერთგაგებით დასრულდეს (სუმბაძე & მახარაძე, 2010) .

კონფლიკტის დადებითი მხარეები:

  • კონფლიქტი ნიშნავს მხარეთა აზრების ღიად წარმოდგენას, გამოტანას მ ოლაპარაკების მაგიდასთან (ღია და გაცხადებული კონფლიქტის დროს ჩვენ მეტს ვიგებთ ერთმანეთის შესახებ).
  • კონფლიქტი გვეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და ვიწრო აზროვნებისა და შეხედულებების დაძლევაში.
  • კონფლიქტი საშუალება გვაძლევს, დავინახოთ საკუთარი მოსაზრებები მოწინააღმდეგის თვალით და დავხვეწოთ ისინი.
  • როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ჩვენს სასარგებლოდ?

    • მოუსმინეთ მოწინააღმდეგის აზრს - აქტიური მოსმენის კულტურა კონფლიქტური სიტუაციის ასრებობისას საერთო ენის გამონახვაში გვეხმარება.
    • გაითვალისწინეთ სხვისი შენიშვნები - კონფლიქტის ღიად განხილვისას თქვენ შეგიძლიათ დააზუსტოთ ინფორმაცია, გაიგოთ ახალი საკუთარი თავისა და მოწინააღმდეგის შესახებ
    • შემოქმედებითად მიუდექით კონფლიქტს - მონახეთ საინტერესო, ყველასათვის მისაღები გამოსავალი, მოიფიქრეთ ახალი იდეები.

    საბოლოოდ, კონფლიქტის გადაჭრა ეყრდნობა საერთო საფუძველს- როგორ იქცევიან ადამიანები კონფლიქტის დროს. ვიანიდან კონფლიქტი თავისი ბუნებით არის ინტერაქციული და მას მხოლოდ ერთი პიროვნება არ აკონტროლებს, მნიშვნელოვანია მეორე პიროვნების რეაქცია და პიროვნებების წინასწარი გათვლები სხვების საპასუხო ქცევებზე. Shantz-ის (სტატიის ციტირება) აზრით, “კონფლიქტი მნიშვნელოვანი ეტაპია პიროვნების განვითარების შესახებ არსებულ ყველა ძირითად თეორიაში’’(Licht et al., 2008). როგორც აღვნიშნე მე არ ვეთანხმები იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც კონფლიქტს მხოლოდ უარყოფით ჭრილში განიხლიავს ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან მიმართებაში, რადგან ვფიქრობ, რომ კონფლიქტი ეხმარება ადამიანებს ურთიერთობებში იპოვონ საკუთარი თავი, მიიღონ გამოცდილება პრობლემებთან გამკლავების კუთხით, მეტად ჩასწვდნენ პარტნიორების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.







    0
    4
    შეფასება არ არის
    ავტორი:ანი ფერიაშვილი
    ანი ფერიაშვილი
    4
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0