x
image
ლანა92
როზალია ზემლიაჩკა - რა მოუვიდა საბჭოთა ისტორიაში ყველაზე სასტიკ ქალს?

image



როზალია სამილოვნა ზალკინდი (1876-1947) იყო რუსი რევოლუციონერი და საბჭოთა პოლიტიკოსი. უფრო მეტად ცნობილია თავისი რევოლუციური სახელით როზალია ზემლიაშკა. მან მიიღო იარლიყი "ყველაზე მომაკვდინებელი ქალი ისტორიაში". ჯერ კიდევ როზალიას მშობლები მხარს უჭერდნენ 1881 წელს რევოლუციონერების მიერ ალექსანდრე მეორის მკვლელობას.

15 წლის ასაკიდან როზალია ზალკინდმა რევოლუციას მიუძღვნა თავი. დააპატიმრეს. 1896 წლიდან, ციხიდან გამოსვლიდან ხალხოსნობიდან მარქსიზმზე გადავიდა. 1902 წელს როზალია შეუერთდა კომუნისტური პარტიის ბოლშევიკურ ფრთას, ლენინის ფრაქციას.

როზალია ზალკინდი იქცა რუსეთის სამოქალაქო ომის საბედისწერო ქალად და წითელი ტერორის ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟად.

წითელი ტერორი იყო ბოლშევიკების მიერ განხორციელებული მასობრივი რეპრესიები და ხოცვა-ჟლეტა სამოქალაქო ომის პერიოდში. დაიწყო 1918 წელს ლენინის მკვლელობის მცდელობიდან მოყოლებული. ზემლიაჩკა იმთავითვე ჩაება რეპრესიებში, ემხრობოდა კლასობრივი მტრების განადგურების იდეას და უშუალოდ მონაწილეობდა ბოლშევიკური პარტიის მიერ მოსკოვში განხორციელებული სიკვდილით დასჯის ტურებში.

1920 წელს გაგზავნეს ყირიმში.

ყირიმი იყო წითლების მოწინააღდეგე თეთრებით, მეფის მომხრეებით დასახლებული ადგილი. როზალია ზემლიაჩკამ აქაც "კეთილსინდისიერად" აღასრულა თავისი ბოლშევიკი ხელმძღვანელობის მითითებები. მასობრივი მკვლელობები რაც შეიძლებოდა ეკონომიურად განახორციელა. ტყვია-წამალს ზოგავდა იმით, რომ ხელფეხშეკრულ სიკვდილით დასასჯელებს ფეხებზე მძიმე ქვებს აბამდნენ და ზღვაში აგდებდნენ. ათიათასობით ადამიანი შეეწირა რეპრესიებს ამ გზით. როდესაც წყალი ჩადგა და ზღვაზე სიმშვიდემ დაისადგურა, ხილვადობაც კარგი იყო, ადვილად გაარჩევდით ფეხზემდგარ მკვდრების ჯარს, როგორც საშიშ წყალქვეშა ტყეს, რომელიც ზღვის ფსკერიდან ამოიმართა.

რა მოუვიდა საბჭოთა ისტორიაში ყველაზე სასტიკ ქალს?

ზემლიაჩკა ყირიმიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც საბჭოთა უმაღლესი ჯიდლო, წითელი ორდენი მისცეს. 1939 წელს საკონტროლო კომისიის ხელმძღვანელადაც კი დაინიშნა სტალინის გადაწყვეტილებით. იგი იყო ერთადერთი ქალი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ადმინისტრაციულ ორგანოში - სახალხო კომისართა საბჭოში. როზალია ზემლიაჩკა ბუნებრივი სიკვდილით, 71 წლის ასაკში 1947 წელს გარდაიცვალა. დაკრალეს კრემლში.

0
428
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0