x
image
natia.a
აი რა მისწერა დედამ შვილს, რომელიც ინტერნეტს ვერ სცილდებოდა - იხალისეთ
image

"ჩემო ძვირფასო ბიჭუნა,


თუ ახლა ამ გვერდს კითხულობ, ესე იგი, როგორც იქნა ინტერნეტი გაგეთიშა. ნუ შეეცდები პროვაიდერთან დაკავშირებას ან ბრაუზერის პარამეტრებში ქექვას. უბრალოდ გააკეთე შემდეგი:

1. წადი სახლის კუთხეში რომ აფთიაქია იმაში და ბაბუას წამლები უყიდე - რეცეპტი შემოსასვლელში დევს, ტუმბოზე, სარკის ქვეშ. შემდეგ სუპერმარკეტში შეიარე - წამოიღე ორი პაკეტი 1, 5%-იანი რძე, დაჭრილი პური და ერთი პაკეტი ჩაი. გაჩერების გვერდით ბოსტნეულის ჯიხურში 2 კილო კარტოფილი, ნახევარი კილო ხახვი და ერთი თავი კომბოსტო იყიდე. ქვითრები შეინახე.

2. მობილური სახლში დამრჩა. დაურეკე მამას სამსახურში, უთხარი, რომ ფოტოები დღეს არ იქნება მზად. ასევე გადაეცი, რომ სამრეცხაოდან წამოიღოს თეთრეული. სანამ დაურეკავ, დააწექი ტელეფონის გამოსახულების მქონე ნიშანს (დესკტოპზე მარჯვენა ზედა კუთხეშია) და ჩაიწერე მამის პასუხი *.wav ფორმატში.

3. მოამზადე გაკვეთილები - მართალია, მარტო მათემატიკაში მოგცეს დავალება, მაგრამ არ ღირს ამის შუაღამისთვის გადადება. დავალებები სახელმძღვანელოს 116, 121 და 118 გვერდებზეა. გაითვალისწინე, მესამე ამოცანაში განტოლების შედგენა დაგჭირდება, და ნუ გადმოიწერ ბოლოში მოცემულ პასუხს, მით უმეტეს, რომ მასში შეცდომაა. სხვა ამოცანებს ამოხსნა არ მოყვება და ტყუილად ნუ დაუწყებ ძებნას.

4. შემდეგ შენი ოთახი დაალაგე. როცა ყველაფერს თავის ადგილზე დადებ, დაითვალე პლასტმასის ქილაში მოთავსებული კონსტრუქტორის ყველა დეტალი, თაროზე შემოდებული ყველა თამაშის დისკი და ყუთში ჩაწყობილი მანქანები. ამის შემდეგ შეგიძლია გახსნა ბრაუზერი და ჩაწერო მისამართის ველში http:// და მიღებული რიცხვები, რომლებიც ერთმანეთისგან წერტილით იქნება გამოყოფილი.

5. გაიხსნება ჩვენი სახლის ქსელის ანგარიშების მართვის ფანჯარა. მის შესაცვლელად პაროლის გრაფაში შეიყვანე მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემული მეორე, მესამე და პირველი ამოცანის პასუხები. იპოვე მარცხნივ ჩამოშლილ ოპციებში ჩვენი IP და გვერდით გახსნილ გრაფაში შეიყვანე მაღაზიის ჩეკებში მოცემული ორი ბოლო ციფრი შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ბოსტნეულის ჯიხურში აღებული ჩეკიდან, მერე სუპერმარკეტიდან, შემდეგ კი აფთიაქიდან. დარჩენილი ადგილები ნულებით შეავსე და დააჭირე ОК-ს.

6. ამის შემდეგ ჩაირთვება ინტერნეტი და შეგიძლია ისარგებლო. თუ შემთხვევით "ბოროტი ბიძია" დარეკავს, გეტყვის, რომ სისტემური ადმინისტრატორია და ტელეფონში ყვირილს დაიწყებს, ჩაურთე მას ფაილში შენახული მამაშენის პასუხი.

იმედი მქავს ყველაფერი გამოგივა. მე კი, საღამოს რომ მოვალ, გიამბობ ზღაპარს იმის შესახებ, თუ როგორ ტეხდა ერთ დროს პატარა ჰაკერი გოგონა თავის ჯგუფთან ერთად, მაიკროსოფტისა და არაბი ტერორისტების სერვერებს.

შენი მოყვარული დედიკო."



ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი გამყიდველის მოსწრებული პასუხი რუს კლიენტს - სახალისო ამბავი

image

"უდანაშაულო" ფოტოები, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს - დააკვირდითimage


თუ თქვენ სურათზე ტბას ხედავთ, ესე იგი... - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული თავსატეხიimage


რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან ჯარში წაყვანამდეimage


დააკვირდით ამ გოგოს და გაიგეთ როგორია თქვენი IQimage

2
443
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
443
  
2021, 17 იანვარი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 იანვარი, 17:30
ბრავო დედიკოს :-)
0 1 2