x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩრდილოეთ კორეამ "მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტა"აჩვენა
image
ფხენიანმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბალისტიკური რაკეტის დემონსტრირება მოახდინა, რომლის გაშვებაც წყალქვეშა ნავიდან ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში ასე წერს ადგილობრივი მედია.

ხუთშაბათს რამდენიმე ეს რაკეტა მონაწილეობდა სამხედრო აღლუმზე, რომელსაც თვალს თავად ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ადევნებდა.


ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ახალი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოხდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, კიმ ჩენ ინმა ახლახან გამართულ პარტიულ ყრილობაზე აშშ-ს საკუთარი ქვეყნის "უდიდესი მტერი "უწოდა.

ფოტოებზე, რომელთაც ჩრ. კორეული სააგენტო ავრცელებს, ჩანს სულ მცირე ოთხი რაკეტა შავ-თეთრ ფერებში, რომელიც სატვირთოებზე დევს, გარშემო კი ხალხი დგას მოფრიალე ალმებით.


სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი რაკეტები ადრე არასდროს უნახავთ.

"ახალი წელი, ახალი პუკიკსონი"-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ანკინდ პანდა.

პუკიკსონი-(პოლარული ვარსკვლავი)-კორეული რაკეტების ახალი კლასია, რომელიც 2016 წლიდან გამოდის, პუკიკსონი-1-ის სიშორე 1300 კილომეტრია, ახალი რაკეტის მონაცემები უცნობია.

აშშ-ს დაზვერვას ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა ინფორმაცია თანამგზავრის დახმარებით, რომ კორეა ახალ ბალისტიკურ რაკეტებს ცდიდა.





0
134
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0