x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ეს საინტერესოა! ინფორმატიკის ტერმინოლოგიები
image





















კიბერნეტიკა (ბერძ. კყბერნეტიკე-"მართვის ხელოვნება", კუბერნაო-"ვმართავ") - მეცნიერება ინფორმაციის მართვისა და გადაცემის პროცესების ზოგადი კანონების შესახებ, როგორც მანქანებში, ასევე, ცოცხალ ორგანიზმებსა და საზოგადოებაში.

ხელოვნური ინტელექტი (ინგ. Artificial Intelligence) - მეცნიერება ინტელექტუალური მანქანებისა და სისტემების აგების შესახებ. განსაკუთრებით ეს არის ინტელექტუალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მიმართულია ადამიანური ინტელექტის, გააზრებისაკენ.

ხელოვნური ნეირონული ქსელები - მათემატიკური მოდელები და მათი პროგრამული ან ნეირონული რეალიზაციები, რომლებიც აგებულია ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური, ნეირონული ქსელების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების პრინციპით.


დაპროგრამება -კომპიუტერული პროგრამების ან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესი და ხელოვნება, დაპროგრამების ენების მეშვეობით. დაპროგრამება განიხილება, როგორც ალგორითმები (კოდირება-დაპროგრამება) მოცემული ენისათვის.

მონაცემთა ბაზები - არის არსებული მასალების სიმრავლე წარმოდგენილი ობიექტური ფორმით და სისტემატიზირებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იქნას მათი მოძებნა და გადამუშავება ელექტრონული გამომთვლელი მანქანის დახმარებით.

გამომთვლელი მანქანა - ელექტრონული მოწყობილობა, მექანიზმი, რომლის დანიშნულებაა მათემატიკური გამოთვლების ავტომატური შესრულება.

თეორიული ინფორმატიკა - მათემატიკური დისციპლინაა და იყენებს მათემატიკის მეთოდებს ინფრომაციის დამუშავების, გადაცემისა და დაგროვების მოდელების სწავლებისა და აგებისათვის.

1
117
2-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
117
  
0 1 1