x
ეს დღე ისტორიაში - 17 იანვარი, ბოსტონელი მძარცველების ისტორიული ქურდობა
image


1950 წლის 17 იანვარს, თერთმეტმა კაცმა, მოიპარა $2.7 მილიონი ($29 მილიონი დღევანდელი კურსით) უსაფრთხოების კომპანია ბრინკსის საწყობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძარცვა თითქმის იდეალურად იყო განხორციელებული, დამნაშავეები მაინც დაიჭირეს, 1956 წლის იანვარში.


ქურდობის იდეა თავში ენტონი პინოს მოუვიდა, რომელსაც ზედმეტსახელად “ცხიმებს” ეძახდნენ. იგი ძარცვას 18 თვის განმავლობაში გეგმავდა და არკვევდა როდის იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, რათა რაც შეიძლება მეტი ფული წაეღო. მანვე დაიქირავა ამ საქმისათვის 10 ადამიანი. მისი ბანდის წევრებმა, მოახერხეს საწყობის საგანგაშო სისტემის გეგმის მოპარვა და იქამდე დაბრუნება სანამ ვინმე შეამჩნევდა.


ბრინკსის თანმშრომლების მსგავს ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა, რომლებიც ასევე სილიკონის ჰელოუინის ნიღბებს ატარებდნენ, საწყობში დუბლიკატი გასაღების დახმარებით შეაღწიეს. კომპანიის თანამშრომლებმა გაოცების მეტი ვერაფერი მოასწრეს, ისე აღმოჩნდენ გაკოჭილები. ქურდების მიერ გატანილმა ფულის წონამ, ნახევარ ტონაზე მეტი შეადგინა, ხოლო თანხამ $2.7 მილიონი, რაც ამერიკის ისტორიაში იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყო.



ძარცვის დროს არავინ დაშავებულა და ქურდებს თითქმის არანაირი სამხილი არ დაუტოვებიათ, კომპანიის თანამშრომლების გასაკოჭად საჭირო თოკებისა და ერთი მძარცველის მიერ დატოვებულ ქუდს თუ არ ჩავთვლით. იმისათვის, რომ ფული გამოეყენებიანთ, უნდა დაეცადათ ექვსი წელი, რომლის შემდეგაც აღარ მოხდებოდა ფულის წარმოშობის დადგენა. ეს მეთოდი შეიძლება გამართლებულიყო, ბანდის ერთ-ერთი წევრი, ჯოზეფ ო’კიფი თავის მეგობართან ერთად, სხვა ქურდობაზე რომ არ დაეჭირათ. ციხეში ყოფნისას, მან თავის ამფსონებს მისწერა და თავის დასახსნელად ფული მოსთხოვა. ასევე გაკვრით ახსენა, რომ შეიძლებოდა ისინი ჩაეშვა. ბანდის წევრებმა მას მკვლელი მიუგზავნეს, თუმცა თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა და მკვლელი დაიჭირეს. დაჭრილი ო’კიფი ფედერალურ ბიუროს შეუთანხმდა, რის შედეგადაც მძარცველების 8 წევრი დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მისცეს. ორი მათგანი დაკავებისას დაიღუპა. გატაცებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის დაბრუნება მოხდა. თვლიდნენ, რომ დანარჩენი ფული გრანდ რაპიდსის მთების ჩრდილოეთ ნაწილში იყო დამალული. 1978 წელს, ცნობილ ძარცვაზე ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით “The Brink’s job”.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓

ეს დღე ისტორიაში - 16 იანვარი, ავგუსტუსის წოდების მინიჭება ოქტავიანესთვის

ეს დღე ისტორიაში - 15 იანვარი, მიწისძვრა ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე

ეს დღე ისტორიაში - 14 იანვარი, ალბერტ შვეიცერის დაბადება

1
107
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
107
  
2021, 17 იანვარი, 15:35
ნეტა რატომ არ აინტერესებთ ასეთი საინტერესო სტატიები ამ ჯგუფის წევრებს და რაღაც უგემოვნებო სულელური პოსტების ქვეშ კი ბუმია?
0 1 1