x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორი იქნება დასვენება 30 წლის შემდეგ
image


ყველას აინტერესებს როგორი იქნება მომავლის ცხოვრება. მომავლის ყველა ეს თეორია შეიძლება ოდესღაც ახდეს კიდეც.





თვითმფრინავი შესანიშნავი მოგზაურობისთვის


image


რა ჯობია ფრენის დროს აუზში ცურვას.






კონტროლირებადი ტროპიკული კუნძული



image

ეს სასწაული შექმნა ბრიტანულმა კომპანიამ Yacht Island Design. როგორც ჩანს, ეს ნამდვილი მცურავი ტროპიკული კუნძულია, რომელსაც, სხვათა შორის, აქვს საკუთარი ჩანჩქერი, საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით და პატარა ვულკანიც კი.





მფრინავი ბაღები


image


როგორც აღმოჩნდა, ბევრ ჩვენგანს სუფთა და ჯანმრთელ პლანეტაზე ოცნებობს და ეს იდეაც ამას მოწმობს. აეროსტაცია და მებაღეობა არის მთავარი სიტყვები ვინსენტ კალიბოს კიდევ ერთი პროექტისა. მისი მომავალი ქმნილება - ჰიდროგენაზა - არის ცათამბჯენის, დირიჟაბლის, ბიორეაქტორისა და ჩამოკიდებული ბაღების ჰიბრიდი სუფთა ჰაერისთვის.





ბუმერანგი


image


ეს არის ერთგვარი მობილური პორტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი კურორტი თავისი გასართობი ვარიანტებით. მას საკუთარი ენერგიის წყარო აქვს.






დელუქსის საკრუიზო საჰაერო ხომალდი


image



image

როგორც ჩანს, ის შთაგონებულია Star Wars–ით. დიზაინერი მაკ ბაიერსის მიზანი იყო ტრანსპორტის კომფორტული რეჟიმის შექმნა მოგზაურობისთვის, სადაც ადამიანები შეძლებდნენ სრულ დასვენებას.


ის შიგნით საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება. აქ არის ბევრი სივრცე, ნათელი ფერები და ლანდშაფტის შთამბეჭდავი ხედები.






მცურავი ეკოქალაქი


imageimage


ვინსენტ კალიბაუს მცურავი ქალაქის პროექტი Lilypad პასუხია მნიშვნელოვან კითხვაზე ოკეანის დონის მომატების შესახებ. ეს სრულყოფილი ქალაქი 50, 000 ადამიანს იტევს. ის მუშაობს განახლებადი ენერგიის წყაროებზე (ქარი, მზის სხივები, მოქცევითი ძალები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები) და წვიმის წყალზეც.



გიგანტური გემის ქალაქი


image


რას იტყვით ნიუ იორკის ცენტრალურ პარკის ხელა, უზარმაზარ მქცურავ ქალაქზე? იდეა ნამდვილად მასშტაბურია.






მწვანე კუნძული, რომელიც ასუფთავებს მტკნარ წყალს


image

image


Physalia არის მცურავი ბაღი, რომელიც გამიზნულია მდინარეების გასაწმენდად. რათა ყველამ ისარგებლოს წყლით.

გემი აღჭურვილია ბიოფილტრით და იყენებს თავის ბაღებს წყლის გასაწმენდად.





მონაკოს ქუჩები


image


გთავაზობთ Yacht Island Design- ის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც შესაძლოა მონაკოს მოყვარულებს მოეწონოთ. ეს ძვირადღირებული გემი მოიცავს მონაკოს რამდენიმე ცნობილ ღირსშესანიშნაობას: ფუფუნების სასტუმრო პარიზს, მონტე კარლოს კაზინოს, რესტორანს კაფე დე პარიზს და სხვებს.





სუპერიახტა


image

ამ იახტის შესაქმნელად დიზაინერმა ზაჰა ჰადიდმა შთაგონება წყალქვეშა სამყაროდან მიიღო. მან დაინახა მისთვის საჭირო სტრუქტურები და ფორმები და გამოიყენა ისინი თავის შემოქმედებით საქმიანობაში. ეს იახტა ეგზო-ჩონჩხს ახსენებს და ის მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება როგორც შიგნით, ისე გარეთ.










3
678
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
678
  
2021, 22 იანვარი, 19:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 იანვარი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 იანვარი, 20:04
ძალიან საინტერესო იდეებია
0 1 3