x
image
ალექსანდრე ლექსო
უქნარა იაპონელი " არაფრის კეთებით" გამდიდრდა
image
37 წლის იაპონელი სეძი მორიმოტო პურის ფულს უჩვეულო ხერხით შოულობს.

ტოკიოელი დაოჯახებულია, განათლებით ფიზიკოსია, მაგრამ ყოველ დილით სამსახურში წასვლის ნაცვლად შემოსავალი ''არაფრის კეთებიდან" აქვს- წერს The Independent.

მორიმოტომ 2018 წელს სოციალურ ქსელებში განცხადება განათავსა: «ვაქირავებ საკუთარ თავს, მე არაფერს არ ვაკეთებ. თქვენთვის რთულია საყიდლებზე მარტო სიარული? გაკლიათ მოთამაშე გუნდში? გჭირდებათ ვინმე, ვინც თქვენთვის რიგს დაიკავებს? მე ელემენტარული რაღაცეების გარდა არაფრის კეთება არ შემიძლია».

იაპონელის პოსტმა მაშინვე მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება და მორიმოტოს მართლა ბევრი კლიენტი გამოუჩნდა. თავიდან მათ უფასოდ ემსახურებოდა, ახლა კი გასამრჯელოდ 10 000 (დაახლოებით 300 ლარი) იენს ღებულობს პლიუს ჭამის და გზის ხარჯები.


როგორც თავად «უქნარამ» დაითვალა, სამი წლის განმავლობაში სამიათასზე მეტი კლიენტი ყავდა. ისინი მორიმოტოს სხვადასხვა მიზეზით ქირაობდნენ, მაგრამ უმეტესად მოწყენილობისა და მარტოობის გამო. კლიენტები მასთან ერთად სადილობენ, ჭორაობენ, სურათებს იღებენ სოციალური ქსელებისათვის, სეირნობენ პარკში, ზოგჯერ კი თავის პატარ-პატარა საიდუმლოებებსაც უმხელენ.

1
523
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
523
  
2021, 17 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1