x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დედოფალმა არ აპატია: პრინცესა დიანას 5 საბედისწერო შეცდომა

image


პრინცესა დაიანა ისტორიაში არაორდინალურ და უნიკალურ პიროვნებად დარჩა. ზოგიერთი მას ღვთაებად თვლიდა, ზოგიც კი - გაწაფულ მანიპულატორად, რომელსაც მხოლოდ ყურადღების მიპყრობა და საზოგადოების საყოველთაო სიყვარულის მოპოვება სურდა, თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო, უნდა ვაღიაროთ რომ დიანა გამორჩეული ადამიანი იყო, რომელმაც მოახერხა რომ მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა თავი თავდავიწყებით შეეყვარებინა. მიუხედავად საყოველთაო სიყვარულისა, უელსის პრინცესამ თავისი "სამეფო" ცხოვრების განმავლობაში 5 საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც მისმა უდიდებულესობა ელისაბედ II ვერ აპატია.





ქორწილი პრინცთან


image


სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყაროს ცნობით, დიანა ჩარლზთან დასაახლოვებლად არანაირ ძალისმევას არ იჩენდა, არც მისი ჰობით ინტერესდებოდა და არც მის სამეგობრო წრესთან ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას, მეტიც, თურმე ის, მეუღლის ჩვევებს დასცინოდა და აკრიტიკებდა კიდეც.




ისტერიულობა


image


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ჩარლზს დიანასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა და კამილა მის ცხოვრებაში კვლავ მთავარ ქალად რჩებოდა - დიანამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მან ეჭვიანობის სცენების მოწყობა საჯაროდ დაიწყო! პირველი ორსულობის დროს, დაიანამ კიბიდან ჩამოვარდნის ინსცენირება გაითამაშა რათა ჩარლზის ყურადღება დაემსახურებინა.





მეუღლის ღალატი


image


სამეფო ოჯახში როგორც წესი, ქმრის ღალატს მეორე ნახევრები გაგებით ეკიდებიან და მათ "შეცდომებსაც" პატიობენ, თუმცა ქალს იგივენაირად მოქცევის უფლება არ აქვს, თუმცა დიანა არაორდინარული და ექსცენტრული პიროვნება გახლდათ, ამიტომ გადაწყვიტა ჩარლზე შური ეძია და მას - მეჯინიბესთან, მძღოლთან, ოფიცერთან, განურჩევლად სტატუსისა თუ პროფესიისა ყველა მამაკაცთან ღალატობდა, ასე ცდილობდა სასოწარკვეთილი ქალი მეუღლის დამცირებას.






შეუფერებელი საქციელი


imageimage


დიანა აკეთებდა ყველაფერს, რათა საკუთარი პერსონის მიმართ პრესის ყურადღება მიეპყრო. პრინცესას ერთ – ერთ ყველაზე სკანდალურ გამოხტომად ჩარლზის დაბადების დღის საპატივცემულოდ მისი თამამი სამოსით ცეკვა გახდა. შოკში იყვნენ არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები, არამედ ჟურნალისტებიც.





სკანდალური ინტერვიუ


image


1995 წლის 24 ნოემბერს ლედი დიმ ტელეარხ "BBC" -ის სკანდალური ინტერვიუ მისცა, უელსის პრინცესამ ჩარლზთან მის უიღბლო ქორწინებაზე, ბულიმიასა და თავის მრავალრიცხოვან საყვარლებზეც საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. პრინცესა დიანამ ინტერვიუში ისიც აღნიშნა თუ რამდენად ცუდად ექცეოდნენ მას სამეფო ოჯახის წევრები.


image


მოგვიანებით, მეუღლესთან დაცილების შემდეგ, რასაც დიანა გულწრფელად განიცდიდა, ის იტყვის: "მე ჩარლზი ძალიან მიყვარდა და ვთვლიდი, რომ მე და ის ერთი გუნდი ვიყავით. ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა. მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე მთელ პასუხისმგებლობას, მხოლოდ ნახევარზე ვარ თანახმა".


image


თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი დიანამ თქვა: "უილიამი და ჰარი ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცები არიან, რომლებსაც ჩემთვის არ უღალატიათ"…






0
755
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
755