x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
რა არის ფიზიკური აღზრდა? ფიზიკური აღზრდის როლი სკოლაში

image

ტერმინი „ფიზიკური აღზრდა“ პირველად XIX საუკუნის 90-იან წლებში ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს.ფიზიკური აღზრდა ბავშვსა და მოზარდში ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბების კანონზომიერი, მიზანდასახული, ორგანიზებული პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზებილ გარემოში აღმზრდელის ხელმძღვანელობით.ფიზიკური აღზრდის მიზანია ჯანსაღი ორგანიზმის მომზადება.

ფიზიკური აღზრდის ამოცანები

  • ფიზიკური მოძრაობითი თვისებების ჩამოყალიბება
  • მორფოლოგიური და ფუნქციონალური თვისებების განვითარება
  • კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის განმტკიცება
  • ნერვული სისტემის მუშაობის თვისებრივი გააქტივება და სხვა.

ფიზიკური აღზრდის საშუალებები

  • ფიზიკური ვარჯიში
  • გარე სამყაროს ბუნებრივი ფაქტორები
  • ჰიგიენური პირობები

ფიზიკური აღზრდა ცხოველმყოფელ გავლენას ახდენს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებაზე.ფიზიკურ აღზრდას გარკვეული წვლილი შეაქვს ზნეობრივ აღზრდაში. ზნეობრივი ქცევისა და მტკიცე ნებისყოფის გამოვლენა შეუძლებელია პიროვნების ფიზიკური წრთობისა გარეშე.ფიზიკურ აღზრდას არანაკლები როლი ენიჭება მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაში. ფიზიკური აღზრდა მჭიდროდაა დაკავშირებული შრომით აღზრდასთან. იგი ხელს უწყობს მოზარდებში შრომისუნარიანობის და ნებისყოფის განმტკიცებას.

ფიზიკური აღზრდა საქართველოში

ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუაგონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს.“

- აკაკი წერეთელი

საქართველოს კანონი სპორტის შესახებ მუხლი 12.

„ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.“

„სასწავლო დაწესებულება... დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფიზიკურ აღზრდაში მეცადინეობის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ხანგრძლივობას (არანაკლებ 4 საათისა კვირაში).“

„საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა) სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების შემაფერხებელი ფაქტორები

  • სპორტის მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია
  • შემცირებილი სპორტის საათები
  • ინფრასტრუქტურა

ფიზიკურ აღზრდას დიდი როლი აქვს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებაში.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ინნაბ ასლანოვა
ინნაბ ასლანოვა
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0