x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
საჭირო დროს დაჭერილი კადრები, რომელთა დანახვაზე აუცილებლად "მოგეჩვენებათ" განსხვავებული რამ

image პაპარაცები კადრებზე, რომ ნადირობენ ეს ახალი ამბავი ნამდვილად არაა, თუმცა პაპარაცების გარდა არიან მოყვარული ფოტოგრაფებიც ან უბრალოდ ადამიანები რომლებიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე და ისეთ კადრს იღებენ, სადაც რაკურსის, მზის სხივის თუ სხვა რამის გამო აუცილებლად "მოგეჩვენებათ" რამე.
ასეთ კადრებს მეორედ და ხშირად მესამედაც უნდა შეხედო რეალური კადრი, რომ "ამოიკითხო".
ასეთ კადრებით პაპარაცებივით ფულს ნამდვილად ვერ იშოვით, სამაგიეროდ საზოგადოებას პოზიტიურ განწყობას ნამდვილად შეუქმნის.
პირველ კადრზე ერთი შეხედვით აბაზანაში ქაფიანი ქალის სხეეული გეგონებათ, მაგრამ ეს უბრალოდ ქაფით შექმნილი კადრია.
აქ კი კარგად თუ არ დააკვირდებით კატა შეიარაღებული გეგონებათ.
image აქ კი სასმელის ბოთლში სათვალიან და ნიღბიან სახეს დააფიქსირებთ კარგად თუ არ დააკვირდით.
image აქ კი ძაღლის ყურზე აუცილებლად დაინახავთ ლეკვის თავს, იმედია მიხვდებით რაც ხდება რეალურად.
image ეს კადრი კი გაფიქრებინებთ, რომ კაბის უკან ადამიანის სახეა, რაც რეალურად ნამდვილად არაა ასე.
image ერთი ნახვით ეს "მიქსერი" ძალიან გაბრაზებული გეგონებათ.
image რაო დათუნიას თავი დაინახეთ? არა, ნამდვილად მოგეჩვენათ ეს მხოლოდ ხეა.
image მოგეჩვენათ, ეს უბრალოდ ჩანთაა და კარგად დაჭერილი კადრი.
image ბუნებრივია მოგეჩვენათ, ზურგჩანით გოგოს ვერ გადაიყვან, თან ასეთი პატარა სად უნდა იპოვო?
image უბრალოდ მოგეჩვენათ და კარგად დააკვირდით.
image ზურგჩანთა ისე გამოიყურება გეგონებათ, ლაშქრობაში წასვლის წინააღმდეგიაო.
image არა, ეს არაა ნიანგის ტყავი გადიდებული რაკურსით, ეს უბრალოდ ბუნების მიერ ასე დალაგებული ქვების გროვაა.
image წყლის ასეთი ფერი ქიმიური ქარხნების გამოყოფილი ნარჩენების ბრალი არ გეგონოთ, ეს საკურას ფოთლები მიაქვს წყლის დინებას და მეტი არაფერი.
image აქაც არაფერი ხდება განსხვავებული, ჩანჩქერზე ცისარტყელა დააფიქსირა ფოტოგრაფმა.
image ნი გეშინიათ არც "მეორედ მოსვლა" დაწყებულა და არც წარღვნა დაწყებულა, უბრალოდ ღრუბლები ჩამოვიდა დაბალ სიმაღლეზე და კარგი რაკურსითაა გადაღებული.
image არც ამ ხელის პატრონია უცხოპლანეტელი და არც კანის დაავადება აწუხებს, ეს ხის დახერხვისას გამოყოფილი ხის მტვრის სქელი ფენაა მხოლოდ.
image დიდი არაფერი, დანის ალესვისას წარმოქმნილი მეტალის ნაწილაკებია გადიდებულ ობიექტივში მოხვედრილი.
image თქვენ რა გეგონათ? ეს შენელებული კადრით გადაღებული მაშხალის წვის პროცესია მხოლოდ.
image

















0
464
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
464