x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:109002
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
დიდი გარჩევა პანკისში

მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:

  • 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
  • პ.ს მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროცესო შეთანხმებით გამოშვებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდება, რომელმაც თავისუფლება თემირლანის წინააღმდეგპანკისი
  • ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.
  • პატიმრის გათავისუფლება ეჭვებს უჩენს თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს. ბადურ ჩოფანაშვილსა და ზურაბ გორნაკაშვილს წინასწარი შეცნობით, ახმედ ჩატაევის, მისი დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდა ბრალად. ისინი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
  • "ჩემს წინააღმდეგ ამდენი ტყუილების მთქმელი ადამიანი, იმ საქმის უშუალო მონაწილე დღეს ციხიდან გამოვიდა. ყველა დაკავებული პირი, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ჩართული ჩატაევის გადმოყვანაში, ვინც იყვნენ ჩატაევთან მჭიდრო კავშირში ისინი დღეს ციხეში არიან ხო?. ჩოფანაშვილს ალაპარაკეს იმათზე, როგორც ჩემზე, რაც მათ სჭირდებოდათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი
  • როგორც მსჯავრდებულის, ზურაბ გორნაკაშვილს, ძმა ამბობს, გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევთან თურქეთში მოტყუებით, სწორედ ჩოფანაშვილმა ჩაიყვანა. ამის შემდეგ კი გამოძიებასთან ითანამშრომლა და გორნაკაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა.
  • 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
0
927
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0