x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
თვითმკვლელობა მოძალებული პროტესტის გამოხატვაა თუ ყველაფრიდან გაქცევის პათოლოგიური სურვილი?
image

დღეს ვათვალიერებდი სუიციდის სტატისტიკას. რა უცნაურადაა მოწყობილი ადამიანის ფსიქიკა - პანდემიის პერიოდში თვითმკვლელობები მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შემცირებულა ანუ როცა სიკვდილი მოგდევს, გარბიხარ და როცა თავის გზით მიდის, მუხლებში უვარდები.
სუიციდი ასე თუ ისე, მაინც ერთგვარი მოძალებული პროტესტის გამოხატვა ყოფილა და არა ყველაფრიდან გაქცევის პათოლოგიურად მოძალებული სურვილი?!
პანდემიისას დედამიწის მოსახლეობა იასპერსის სასაზღვრო სიტუაციაში იმყოფება: მასობრივი შიში, პანიკა, დეპრესია, ფრუსტრაცია და ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევა, მაგრამ ამ ეგზისტენციალურ მდგომარეობაში ადამიანი კიდევ უფრო დაუახლოვდა ღმერთს. გავრცელებული მოსაზრებით კი ადამიანები სწორედ დეპრესიისას იკლავენ თავს. ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა პანდემიით გამოწვეულმა იასპერსის სასაზღვრო სიტუაციამ, რომელშიც ერთ-ერთი წამყვანი სწორედ დეპრესიაა.

აქედან გამომდინარე, თვითმკვლელობა მოძალებული პროტესტის გრძნობა უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე ხელჩაქნეულობისა და წერტილის დასმის, სიცოცხლიდან გაქცევის პათოლოგიირი სურვილის შედეგი - ადამიანი უკიდურესი ფორმით აპროტესტებს მის თავს დამტყდარ უსამართლობას ან უსამართლობებს, სიყვარულში ხელმოცარვას, უიღბლობას, მოულოდნელ მატერიალურ ზიანს ან სულაც უინტერესო ცხოვრებას. (ნორმალური ფსიქიკის ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებიც წინა დღეს ჩველებრივ გესალმებიან, მიგიკითხავენ და მეორე დღეს მათი თვითმკვლელობის ამბავს იგებ და არა მათზე, რომლებსაც ქრონიკული, მძიმე ფსიქიკური მოშლილობა აქვთ). ცხოვრების უინტერესობა კი დიდი სიმდიდრით და ფუფუნებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, როცა ადამიანს საფიქრალი აღარაფერი რჩება, ყველაფერი აქვს, ყველაფრით მაქსიმალურად უზრუნველყოფილია, რადგან უცებ ყველაფერი აზრს კარგავს.
ხშირად, თვითმკვლელობა თავმოყვარე ადამიანებისგან დახმარების ყვირილით თხოვნაა, მაგრამ ისეთი, რომლის შემდეგაც დახმარებას აზრი აღარ აქვს!
თუ თვალს გადავავლებთ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებმაც ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრეს, ამაში ადვილად დავრწმუნდებით.

და მაინც, თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის!
2
77
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
77
  
16 იანვარი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 იანვარი, 23:20
ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ მოიკლავს თავს თუ საღი აზროვნებისაა, ესაა სირთულისგან გაქცევის სურვილი, რაც გაუმართლებელია.
წრთობისგან ფოლადი მეტ სიმტკიცეს იძენს, პრობლემამ უნდა გააძლიეროს ადამიანი.
0 1 2