x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351227
  • სურათი:477587
ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ...

ქისტიუწმინდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

"მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. "ჩვენთვის ერთიც და მეორეც შვილები ხართ და არავის დავაჩაგვრინებთ. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ. თქვენ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე თქვენს სოფელში და პირადად მოვინახულო სამთაწყარო. ხელოვნურ პროვოკატორებს არ უნდა მოუსმინოთ. ღვთის მადლით, მშვიდად უნდა ვიყოთ და ღმერთი ვადიდოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.

1
129
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
129
  
16 იანვარი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1