x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108878
  • ვიდეო:351229
  • სურათი:477587
ჩვენი სხეულის უცნობი უცნაურობები, რომელიც ნორმად ითვლება

image
ადამიანის ენას აქვს უნიკალური ანაბეჭდი. გახსოვდეთ ეს, როცა თქვენს ენას ირგვლივმყოფებს აჩვენებთ.

ადამიანის თმის ერთ ღერს შეუძლია მასზე მიბმული ვაშლის ზიდვა, თუმცა ალბათ, მაინც ვაშლის ზომას გააჩნია.

ადამიანის პირში იმდენივე ბაქტერიაა, რამდენიც ადამიანია დედამიწაზე, შეიძლება ცოტა მეტიც.

რბილი და მსხვრევადი ფრჩხილები, საფუძველთან თეთრი ნახევარმთვარის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებულ აქტივობაზე მიუთითებს.

სიყვითლე ცერის საფუძველთან (ხელისგულის მხრიდან) ცე ჰეპატიტის ნიშანი შეიძლება იყოს.

ტვინის იმპულსის გადაცემის სიჩქარე 400კმ/წმ-შია. წარმოგიდგენიათ, რა სისწრაფით დაქრიან იმპულსები?

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ სისხლის 4 ჯგუფი არსებობს, არადა რეალურად სისხლის 29 ჯგუფია ცნობილი დედამიწაზე. მათგან ყველაზე იშვიათი"ბომბეის" ქვეტიპს განეკუთვნება, რომელიც ერთ ოჯახს აქვს იაპონიაში.

დღის განმავლობაში ჩვენი სისხლი 19 321კმ-ს გაივლის.

მამაკაცებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლები, რომელთაც რძის წარმოქმნა შეუძლიათ, მაგრამ რძის წარმოქმნა მამაკაცის ორგანიზმისთვის პათოლოგიას წარმოადგენს და შესაძლოა გამოწვეული იყოს პროლაქტინის მოწარბებული გამოყოფით სხვადასხვა დაავადებებისას.

დღეში ჩვენ 20 000 ჩასუნთქვას ვაკეთებთ.

თითქმის ყველა ადამიანს წამწამებზე აქვს ტკიპების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია დემოდექსის სახელწოდებით.

ჩვენს თვალებს შეუძლია დაინახონ 10 მლნ ფერი, მაგრამ ჩვენს ტვინს არ შეუძლია ყველა მათგანის დამახსოვრება.

ჩვენი ყურები აგრძელებენ ზრდას მთელი სიცოცხლის განმავლობაში და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყოველწლიურად 0, 25 მმ-ით იზრდებიან.


0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0