x
image
ნათია ჩხობაძე
6 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა თრომბი გქონდეთ
თრომბი, ეს სიტყვა ძალიან საშიშის მანიშნებელია.

სისხლი უნდა შედედდეს, როცა საქმე ზედაპირულჭრილობებს ეხება, ეს აჩერებს სისხლდენას. თუმცა ზოგჯერ თრომბი არ ჩანს დაეს იწვევს ყველაზე ცუდ შედეგებს, როგორიცაა: გულის შეტევა, ინსულტი, ინფარქტი და სხვ. თრომბი


აი, როგორ შეიძლება წინასწარ მოსალოდნელი თრომბის შესახებ გავიგოთ:

1. ერთი, რომელიმე კიდურის შეშუპება


ეს ჩვეულებრივ ხდება, როდესაც ადამიანს ღრმა ვენის თრომბოზი უჩნდება. ამის გამო, სხეულის ზოგიერთ ნაწილში სისხლის ნაკადის გაუარესება ხდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოები აღარ იღებენ ჟანგბადის საჭირო რაოდენობას. ამ სიპტომის იგნორირება არ შეიძლება.

2. ტკივილი ფეხებში

ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით საშისია თუ მას თან ახლავს კრუნჩხვებიც.

3. უცნაური წითელი ზოლები კანზე.
გახსოვდეთ, დაჟეჟილობა არის თრომბის კიდევ ერთი ფორმა. მაგრამ თუ ხედავთ წითელ ზოლებს, და ისინი ვენების პარალელურია, მაშინ ეს მხოლოდ "სისხლჩაქცევები" არ არის. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ეს წითელი "ზოლები", როგორც წესი, ძალიან თბილია შეხებისას. თუ მათ საკუთარ თავზე ან ახლობელ ადამიანზე შეამჩნევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან.

4. ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა სუნთქვის დროს.
თუ ღრმად ჩასუნთქვისას გულმკერდში ტკივილი განიცდით, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენს ფილტვებში თრომბები უკვე გროვდება.

ეს რამ მომაკვდინებელია და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.


5. ქოშინი.
ეს არ ეხება იმ დროს, როდესაც მე –15 სართულის კიბეებზე ადიოდით. როდესაც ქოშინი - "უმიზეზოა", ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების გარშემო თრომბებზე. ჩვეულებრივ მას თან ახლავს უეცარი თავბრუსხვევა.

ამ სიმპტომებიდან რომელიმემ თუ შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

6. აუხსნელი ხველა.
თუ უმიზეზოდ ხველება გაქვთ (ე.ი. არ გაქვთ გაციება, არ ეწევით და რენტგენის საშუალებით ჩანს, რომ ფილტვები სუფთაა), საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოთ გულისცემას და სუნთქვის რიტმს.

თუ თქვენს ხველას თან ახლავს გულმკერდის ტკივილი, არაწესიერი რიტმი ან აუხსნელი ქოშინი, უნდა მიმართოთ ექიმს.

თრომბები მომაკვდინებელია. ნუ გააკეთებთ ზედმეტ რისკებს და ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს "ყველა სისულელის გამო". ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც გმირობამ ან მორცხვობამ შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს!







1
892
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
892
  
2021, 16 იანვარი, 1:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1