სიახლეები 6 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა თრომბი გქონდეთ 15 იანვარი, 18:34 თრომბი, ეს სიტყვა ძალიან საშიშის მანიშნებელია. სისხლი უნდა შედედდეს, როცა საქმე ზედაპირულჭრილობებს ეხება, ეს აჩერებს სისხლდენას. თუმცა ზოგჯერ თრომბი არ ჩანს დაეს იწვევს ყველაზე ცუდ შედეგებს, როგორიცაა: გულის შეტევა, ინსულტი, ინფარქტი და სხვ. აი, როგორ შეიძლება წინასწარ მოსალოდნელი თრომბის შესახებ გავიგოთ: 1. ერთი, რომელიმე კიდურის შეშუპება ეს ჩვეულებრივ ხდება, როდესაც ადამიანს ღრმა ვენის თრომბოზი უჩნდება. ამის გამო, სხეულის ზოგიერთ ნაწილში სისხლის ნაკადის გაუარესება ხდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოები აღარ იღებენ ჟანგბადის საჭირო რაოდენობას. ამ სიპტომის იგნორირება არ შეიძლება. 2. ტკივილი ფეხებში ტკივილი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით საშისია თუ მას თან ახლავს კრუნჩხვებიც. 3. უცნაური წითელი ზოლები კანზე. ეს წითელი "ზოლები", როგორც წესი, ძალიან თბილია შეხებისას. თუ მათ საკუთარ თავზე ან ახლობელ ადამიანზე შეამჩნევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან. 4. ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა სუნთქვის დროს. ეს რამ მომაკვდინებელია და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. 5. ქოშინი. ამ სიმპტომებიდან რომელიმემ თუ შეგაწუხათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. 6. აუხსნელი ხველა. თუ თქვენს ხველას თან ახლავს გულმკერდის ტკივილი, არაწესიერი რიტმი ან აუხსნელი ქოშინი, უნდა მიმართოთ ექიმს. თრომბები მომაკვდინებელია. ნუ გააკეთებთ ზედმეტ რისკებს და ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს "ყველა სისულელის გამო". ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც გმირობამ ან მორცხვობამ შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს! 676 5-ს მოსწონს
|