x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108786
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
10 საინტერესო ფაქტი დედამიწაზე.

image

1.ალბათ ბევრმა თქვეგანმა იცის, რომ დედამიწას სულაც არა აქვს სრულყოფილი სფეროს ფორმა, მას შეკუმშული პარაბოლას ფორმა აქვს(ე.წ. გეოიდი), რაც ეკვატორულ და პოლარულ დიამეტრებს შორის სხვაობით არის გამოწვეული.
2.დედამიწის 71 პროცენტი ოკეანეებს უჭირავს და იგი 20 მილიონ ტონა ოქროს შეიცავს.
3.დედამიწის ატმოსფერო 5 მთავარი ფენისგან შედგება. რაც უფრო მაღლა ავდივართ ატმოსფეროც უფრო თხელდება, სწორედ ამიტომ ატმოსფეროს მასის 75 პროცენტი ტროპოსფეროზე მოდის, ის ყველაზე დაბალი ფენაა, სადაც ამინდის ცვლილებები მიმდინარეობს.
4.დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთთან შეჯახება საზარელ ბუნებრივ მოვლენებს იწვევს, თუმცა ისინი ნახშირბადის ბალანსის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რაც სიცოცხლის აყვავების მთავარი ფაქტორია
5.გინდ დაიჯერეთ გინდ არა, დედამიწის უდაბონოების უმრავლესობა სულაც არ შედგება ქვიშისგან. მათი თითქმის 85 პროცენტი ქანებს და ხრეშს შეიცავს. ყველაზე დიდი უდაბნო საჰარა, რომელიც აფრიკის 1/3 მოიცავს და გამუდმებით იზრდება, მალე ამერიკის კონტინეტის ზომის გახდება.
6.გინესის რეკორდსმენი, ყველაზე დიდი გაყინული ნალექი ციდან 1887 წელს ჩამოვარდა, ზომებით 25.5/38 სანტიმეტრი.
7.მტკნარი წყლის დაახლოებით 70 პროცენტი ანტარქტიკასა და გრენლანდიაზეა თავმოყრილი ხოლო ხელმისაწვდომი კი მხოლოდ 1 პროცენტია – ატმოსფეროში, მდინარეებში, მიწის ქვეშ.
8.დედამიწა თანდათანობით ბრუნვას ანელებს, ყოველ წელს 1 დამატებითი წამი ემატება დღეს. დღევანდელი დღის ხანგრძლივობა არის 23 სთ 56წთ და 4 წმ. მილიონი წლის წინ დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა 20 საათს შეადგენდა, სავარაუდოდ, მილიონი წლის მერე მისი ხანგრძლივობა 27 საათი იქნება.
9.კონტინენტები გამუდმებით მოძრაობენ და იცვლიან მდებარეობას. მაგალითად, ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა ყოველ წელს 2, 5 სმ-ით შორდება ერთმანეთს. რომ შეგვეძლოს პლანეტის მომავალის დანახვა, სურათი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. კალიფორნიის ნაწილი ჩრდილო ამერიკას გამოეყოფა და წყნარი ოკეანის კუნძული გახდება, აფრიკა ორ დიდ ნაწილად გაიხლიჩება, ასევე შესაძლებელია სხვა სუპერკონტინეტის ჩამოყალიბებაც
10.მზე, დედამიწისთვის სითბოსა და ენერგიის წყაროა, მაგრამ რა მოხდება მზე რომ არ იყოს? შეძლებს სიცოცხლე არსებობის გაგრძელებას? თეორიულად – კი. დედამიწის შიდა ბირთვის ტემპერატურა 5 000-7 000 გრადუსია ცელსიუსით, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურას უტოდება. ასე რომ ის საკმარისად ცხელია და მოსახლეობას გარკვეული სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებას მზის სიკვდილის მერეც შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტების ძებნაში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა(ეგზოპლანეტები), მშობლიური პლანეტა არ უნდა დაგვავიწყდეს, უნდა გავუფრთხილდეთ მას და გვახსოვდეს, მისი მოვლა მომავალისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი.


0
303
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოტი
ოტი
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0