x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა იმსხვერპლა "ერალაშის" შემქმნელი
image
71 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული საბავშვო-იუმორისტული ტელეჟურნალის "ერალაშის" შემქმნელი ბორის გრაჩევსკი.

ბორის გრაჩევსკი დეკემბრის ბოლოს გადაიყვანეს საავადმყოფოში:

"ნიღაბი მიკეთია, ჟანგბადის და წვეთოვანის ქვეშ ვარ..ვმკურნალობ როგორც საჭიროა"-განუცხადა მაშინ სააგენტო ТАСС--ს რეჟისორმა.

თუმცა დროთა განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული რეჟისორის მდგომარეობა დამძიმდა, რა დროსაც კომაში ჩავარდა.


"დიახ გარდაიცვალა"-დაუდასტურა სააგენტოს გრაჩევსკის მეუღლემ, ეკატერინე ბელოცერკოვსკაიამ.


გრაჩევსკიმ 1974 წელს დრამატურგ ალექსანდრე ხმელნიკთან ერთად შექმნა საბავშვო-იუმორისტული ტელეჟურნალი "ერალაში". 1974-1984 წლებში გრაჩევსკი ტელეჟურნალის დირექტორი იყო, შემდეგ მხატვრული ხელმძღანელი.

image

"ერალაშს" იუმორისტულ-სატირულ "ფითილთან"ერთად კინოთეატრებში სეანსის დაწყების წინ აჩვენებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "ფითილი" გაუქმდა, "ერალაშმა" კი განაგრძო არსებობა.image

"მას შეეძლო ფსევდონიმად "ერალაში"აეღო, მან რთულ 90-იან წლებშიდაც კი შეძლო "ერალაშის"გადარჩენა, ის არ მოკვდა და გადარჩა, შესანიშნავი საბავშვო ჟურნალი და არა მარტო საბავშვო..მეც ბევრჯერ ვითამაშე იქ"-განაცხადა მსახიობმა ლეონიდ იარმოლი ნიკმა.

0
166
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0