x
image
თორნიკე55
„ცალხელა აჰმედი“
ჩატაევიაჰმედ ჩატაევი 1980 წელს, ახლანდელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ ვედენოში დაიბადა. ჩატაევი იყო ვედენოს ჯამაათის აქტიური წევრი და გაიარა სამხედრო მომზადება. ჩეჩნეთის მეორე ომის (1999-2000 წლები) დროს რუსული სპეცსამსახურების მიერ წამების შედეგად, აჰმედ ჩატაევმა მარჯვენა ხელი დაკარგა, რის გამოც მეტსახელად „ცალხელა აჰმედი“ შეარქვეს.

2001 ან 2002 წელს ჩატაევი ცოლ-შვილთან ერთად ევროპაში გაიქცა. 2003 წლის 24 ნოემბერს აჰმედ ჩატაევმა ავსტრიისგან თავშესაფარი მიიღო (იმ პერიოდში ჩეჩნეთის მცხოვრებლებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში დაზარალდნენ, ევროპა თავშესაფარს მარტივად აძლევდა). ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში ჩატაევსკიდევ ორი შვილი შეეძინა.

2003 წელს რუსეთის საამართალდამცავმა ორგანოებმა ჩატაევი ყველაზე საშიში ძებნილი დამნაშავეების სიაში შეიყვანა, როგორც „კავკასიის იმარატის“ ლიდერის დოკუ უმაროვის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 13 აგვისტოს არაღიარებული იჩქერიის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ზაკაევმა ჩატაევი ავსტრიაში იჩქერიის წარმომადგენლის პირველ მოადგილედ დანიშნა.

2008 წლის მარტში აჰმედ ჩატაევი, რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში დააკავეს. სამართალდამცავებმა მის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა და ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. 2009 წლის 5 იანვარს ადგილობრივმა სასამართლომ აჰმედ ჩატაევს 1, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რადგან გაანჩენის გამოცხადების მომენტისთვის მას უკვე ჰქონდა მოხდილი სასჯელის ვადა.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის 6 იანვარს აჰმედ ჩატაევი უკრაინის იმიერკარპატების ოლქში, ქალაქ უჟგოროდში დააკავეს. უკრაინის შსს-ში მაშინ განაცხადეს, რომ დაკავებულის მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია აღმოაჩინეს. უფლებადამცველებმა ჩატაევის დაკავების გამო უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულეს და ავსტრიის საელჩოს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კი ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება დაუშვებლად მიიჩნია. უკრაინამ ჩატაევი რუსეთს არ გადასცა, რადგან მას ლტოლვილების შესახებ ჟენევის კონვენცია იცავდა.

ამის ნაცვლად, უკრაინამ აჰმედ ჩატაევი საქართველოს გადასცა, სადაც 2000 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. როგორც „კავკაზკი უზელი“ წერს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის გადმოცემა მხოლოდ იმისთვის მოითხოვა, რომ ის რუსული სპეცსამსახურებისგან გადაერჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევმა გარკვეული დრო საქართველოს ციხეში გაატარა, შემდეგ კი გათავისუფლდა და დაქორწინდა. ჩატაევი სოფელ დუისში დასახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის მაისში აჰმედ ჩატაევი ბულგარეთისა და თურქეთის საზღვარზე სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავს. 2012 წლის 1 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ხასკოვოს საოლქო სასამართლომ ჩატაევის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა 21 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა – ჩატაევი კვლავ ავსტრიის ლტოლვილის სტატუსმა იხსნა.

2012 წელს ჩატაევი ქართული სპეცსამსახურების მიერ ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩატაევმა ფეხი დაკარგა. 2012 წლის 7 დეკემბერს აჰმედ ჩატაევი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2013 წლის 18 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ აჰმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში აჰმედ ჩატაევი სირიაში გადავიდა, სადაც ისლამისტების რიგებს შეუერთდა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს მეთაურობდა.

აჰმედ ჩატაევი 2016 წლის 8 ივნისს სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელეს. თავდასხმას მაშინ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პლატის ნაციოალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაქკოლმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩატაევი სტამბოლში სამი თვითმკველი ტერორისტის ქმედებებს უწევდა კოორდინაციას.


13
138
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
138
  
2021, 16 იანვარი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 იანვარი, 0:08
თუ დამიჯერებ არა!!!
2021, 15 იანვარი, 23:26
არა ხო? :დ
2021, 15 იანვარი, 23:21
ბადრი საერთოდ სხვა თემაა, არაა ეგ ბანკის გამტანი...
2021, 15 იანვარი, 23:19
ბადრი ესებუას გულისხმობ ხო? :დ
2021, 15 იანვარი, 23:18
გამნაღმველები ასეთ დროს სპეცოპერაციის მერე შედიან.
სნაიპერებზე მაქვს საუბარი.
2021, 15 იანვარი, 23:01
ხო, მარა ყველა ოთახში გამნაღმველებს ვერ შეუშვებ არა?
2021, 15 იანვარი, 22:59
მეტნაკლებად, ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი. სნაიპერებს უნდა ემუშავათ სექტორებად დაყოფილ ზონებში და სულ რამდენიმე წუთში დამთავრდებოდა ოპერაცია.
2021, 15 იანვარი, 22:58
კი, ცუდად დაგეგმილ სპეცოპერაციას ძალიან კარგი ქართველი ვაჟკაცი შეეწირა მაშინ. :(
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10