x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ეს დღე ისტორიაში - 14 იანვარი, ალბერტ შვეიცერის დაბადება
image


თეოლოგი, მუსიკოსი, ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერი, დაიბადა 1875 წლის 14 იანვარს, ელზასის რაიონის, ქალაქ კაისერბერგში (მაშინდელი გერმანია, დღევანდელი საფრანგეთი).


მინისტრების შვილი და შვილიშვილი, სწავლობდა თეოლოგიასა და ფილოსოფიას სტრასბურგის, პარიზისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. მღვდლად მუშაობის შემდეგ, 1905 წელს, შვეიცერმა სამედიცინო სკოლაში ჩააბარა. მისი ოცნება იყო მისიონერული ვიზიტით აფრიკაში ჩასულიყო. შვეიცერი ასევე ცნობილი ორღანისტი იყო და სწავლისათვის ფულს ამ მეთოდითაც შოულობდა. როდესაც მან 1913 წელს მიიღო სამედიცინო დიპლომი, უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული რამოდენიმე წიგნი, რომელთა შორის იყო “ისტორიული იესოს ცხოვრება” და წიგნი კომპოზიტორ, იოჰან სებასტიან ბახზე.


სამედიცინო დიპლომით ხელში, შვეიცერი და მისი მეუღლე, ჰელენა ბრესლაუ, გადავიდნენ საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში, სადაც დაარსეს ჰოსპიტალი ლამბარენეში( დღევანდელი გაბონი). როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, გერმანიაში დაბადებული შვეიცერი გაგზავნეს საფრანგეთის ტყვეების ბანაკში. 1918 წელს იგი გაანთავისუფლეს და ლამბარენეში 1924 წელს დაბრუნდა. მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში, შვეიცერი ხშირი ვიზიტებით იმყოფებოდა ევროპაში კულტურისა და ეთიკის შესახებ ლექციების ჩასატარებლად. მისი ფილოსოფია დაფუძნდა იდეის გარშემო რომელსაც იგი “სიცოცხლისთვის რევერანსს” უწოდებდა - იდეა, რომლის მიხედვითაც ყველა სიცოცხლე დასაფასებელი და შესაყვარებელია, რომ ადამიანებმა მატერიალური და სულიერი კავშირი უნდა დაამყარონ სამყაროსთან და მასში მცხოვრებ ყველ არსებასთან.



შვეიცერმა თავისი თეორია პრაქტიკაშიც განახორციელა, როდესაც პაციენტებს თავის ჰოსპიტალში, კეთრისა და აფრიკული ძილის დაავადებისგან მკურნალობდა. 1952 წელს, მას მიანიჭეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. შვეიცერმა ჯილდო, რომელიც $33.000-ს შეადგენდა, გამოიყენა ლამბარენეში კეთროვანებისთვის საჭირო დაწესებულების ასაგებად. ადრეული 1950-იანი წლებიდან თავის სიკვდილამდე (1965), იგი აქტიური მოწინააღმდეგე იყო ატომური ცდებისა და ბირთვული იარაღებისა.

2
46
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
46
  
2021, 17 იანვარი, 15:36
მადლობა სტატიისთვის
2021, 16 იანვარი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2