სხვა დიდი თავის მქონე ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან - სამეცნიერო ფაქტი! 2021, 14 იანვარი, 17:33 დიდი თავი - მაღალი IQ.ახალშობილები, რომელთა თავის გარშემოწერილობა საშუალოზე მაღალია, გაცილებით ჭკვიანები არიან, ვიდრე ის ჩვილები, რომლებსაც დაბადებისას თავის ზომა ნორმალური აქვთ, წერს Es Trending. ეს ფაქტი დაამტკიცეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ს მეცნიერებმა.სპეციალისტებმა გააანალიზეს დაახლოებით 37-დან 73 წლამდე ასაკის 100 000 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები და გენეტიკური მასალა. მკვლევარები ეძებდნენ ურთიერთკავშირს ადამიანის გენებს, IQ-ს და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. აღმოჩნდა, რომ დაბადებისას რაც უფრო დიდი აქვს ბავშვს თავი, მით უფრო მაღალია მისი ინტელექტის დონე.estrending კვლევის თანახმად, ახალშობილი რომლის თავის ქალის გარშემოწერილობაა 31, 75 სმ-დან 35.56 სმ-მდე, ზრდასრულ ასაკში უკეთესი ინტელექტუალური დონე ჰქონდათ, ვიდრე იმ ჩვილებს, რომელთა თავის გარშემოწერილობაც 31 სმ-ზე დაბალია. რა თქმა უნდა საუბარია თანდაყოლილი პათოლოგიების გარეშე დაბადებულ ბავშვებზე.
estrending ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, იან დორის გადმოცემით, არსებობს პირდაპირი კავშირი გენეტიკურ დონეზე გონებრივ შესაძლებლობებს, სწავლის სურვილსა და თავის ქალის და ტვინის ზომასთან. და სხეულის ფორმასთანაც კი. უმრავლეს შემთხვევაში ახალშობილის თავის დიამეტრი ბიჭების შემთხვევაში საშუალოდ 36 სმ-ია, გოგონების შემთხვევაში კი საშუალოდ 35 სმ.
რა აზრის ხართ მეცნიერების ამგვარ დასკვნაზე? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში. იხილეთ ასევე :
იხილეთ ასევე:
124 10-ს მოსწონს
|