x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
კიბერ იმპერია

თანამედროვეობა ყველაფერში გვეხმარება! მაგალითად პიროვნულ დახვეწაში და განვითარებაში! თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა თანამედროვეობის გვერდით. ეს სიტყვაა ტექნოლოგიები! ოცდამეერთე საუკუნეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ხანა! წინსვლა და განვითარება რათქმაუნდა შეეხო თამაშებსაც სულ რაღაც მეოცე საუკუნეში წარმოუდგენელი ფანტაზიები, რეალობამ სასტიკად დაჯაბნა და მიწასთან გაასწორა! მაგალითად ვინ წარმოიდგენდა რომ სუპერ მარიოს შემდეგ, მივიღებდით ისეთ განვითარებულ დახვეწილ და გამორჩეულად განსხვავებულ თამაშებს როგორიც დღეს გვაქვს!სუპერ მარიო

მეტიც ვინ წარმოიდგენდა რომ ჩვენი ტელეფონები სმარტფონებად გადაიქცეოდა და მასშიც მოვახერხებდით საყვარელი თამაშების გადმოწერას? მაგრამ ეს კიდევ არაფერია! სტატიას იმიტომ ვწერ რომ გესაუბროთ ერთ თამაშზე რომელმაც მოახერხა ის რაც აქამდე არავის არ ჰქონდა განხორციელებული!

საუბარია ლეგენდების ლიგაზე!ლეგენდების ლიგათამაშმა უამრავი წინსვლა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების არამცთუ ათვისება არამედ შექმნაც კი მოახერხა! ლეგენდების ლიგა ზეპოპულარულია!!! მას კოლაბორაციები აქვს ისეთ დიდ და ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა: იმეიჯინ დრაგონს (მუსიკა, მომღერალი, ბენდი), ლუი ვიტონი (მოდის სახლი, მოდა, ხელოვნება) და ეფლი (თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი).

მაგალითად იმეიჯინ დრაგონს-მა თამაშს სიმღერა დაუწერა ვორიორს, რომელიც მეომრებს ნიშნავს ქართულად. ისინი ჩემპიონატის გახსნაზე მღეროდნენ და ცეკვავდნენ ლოლ-ის (ლეგენდების ლიგა) ფანებისთვის!

მოდის სახმლა ლუი ვიტონმა ერთ-ერთი თამაშის პერსონაჟისთვის (ქიანა) შექმნეს ლუქი რომელიც ქიანას თამაშშიც ეცვა. ლუი ვიტონმა ასევე გამოუშვა ლიმიტირებული ტანსაცმლის ხაზი ლოლის თემით შექმნილი! ლიმიტირებული ხაზი ონლაინ გაყიდვაში ჩაშვებისთანავე ზუსტად 15 წუთში მთლიანად გაიყიდა!

ლუი ვიტონის და ლოლის კოლაბორაცია

და ბოლოს რათქმაუნდა ყველაზე დიდი კოლაბორაციის შესახებ! თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელმა და ამჟამად ლიდერმა ეფლმა გამოუშვა აიფონ 12 პრო რომლის სარეკლამო პრეზენტაციაში თქვეს რომ წლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ თამაშს ვაილდ რიფტს (ლეგენდების ლიგის მობილური ვერსია) ყველაზე კარგად მათი ბიო პროცესორები აღიქვავენ! ცოტა ხანში ვნახეთ რომ თამაშის გამშვებში (კომპიუტერის ვერსიაში) ავტორიზაციის სხვადასხვა ქსელებთან (ფეისბუქი, გუგლი და რაიოტი) დაემატა ეფლ აიდ ავტორიზაცია!

თამაშების მწარმოებელი კომპანია კი ამ თამაშებზე არ ჩერდება! მათ უკვე აქვთ:

ლეგენდების ლიგა, ვაილდ რიფტი, რუნტერას ლეგენდები, ჯგუფური ბრძოლის ტაქტიკები, ვალორანტი და ამას პლუს ახლად დაანონსებული "არპიჯი" თამაში რუინდ ქინგი!

რაიოტის წარმატება თავიდან ბოლომდე თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება! მათ განვითარებას, შექმნას და გამოყენებას!

თანამედროვეობა და ტექნოლოგიები არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს შენთან! მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო რა მოხდება მაგალითად 30 წლის შემდეგ? ჩვენი ხანა კიბერ იმპერისს დასაწყისია! და ჩვენ მისი შექმნის ისტორიას მოვესწარით!!!

0
12
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბექა ბალიაური
ბექა ბალიაური
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0